
ქორეოგრაფიული პლატფორმა
ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი NCC „GE ART“
ქორეოგრაფიული პლატფორმა ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის NCC „GE ART“ ოფიციალური ვებ-გვერდი და ინოვაციური პროექტია ქართულ ქორეო-სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული საშემსრულებლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, სფეროში მოღვაწე და მონათესავე დარგის სხვადასხვა ხელოვანთა ერთმანეთთან დაკავშირებას, დასაქმებასა და ცნობადობის ამაღლებას.

17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრმა „გე არტ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის ,,თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში, განახორციელა პროექტი “გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-აჭარა 2021)“.
პროექტს თანაპარტნიორობას უწევდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო შემოქმედებით პარტნიორობას _ ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.
ღონისძიებებს მასპინძლობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.
![]() IMG_8918_edited |
---|
![]() IMG_8175_edited |
![]() IMG_8070_edited |
![]() IMG_8397_edited |
![]() IMG_8299_edited |
![]() IMG_8597_edited |
![]() IMG_9020_edited |
![]() IMG_9009_edited |
![]() IMG_9209_edited |
![]() IMG_9256_edited |
![]() IMG_8157_edited |
![]() IMG_9754_edited |
![]() IMG_9584_edited2 |
![]() IMG_8386_edited |
![]() IMG_9455_edited |
![]() IMG_9610_edited |
![]() IMG_9295_edited |
![]() IMG_8766_edited |
![]() IMG_9270_edited |
![]() IMG_9854_edited |








ახალგაზრდა რეჟისორის სალომე ტყებუჩავას დოკუმენტური ფილმი „ქართული ცეკვა“ (ფილმი ნომინირებული იყო 57 დაჯილდოვებაზე ამერიკასა და საზღვარგარეთ. Hollywood International Independent Documentary Awards (HIIDA) ჯილდოს მფლობელი. განთავსებულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის).
“Georgian Dance” აჩვენებს მოგზაურობას ქართული ქორეოგრაფიის სამყაროში, სადაც მოთხრობილია უძველესი ეროვნული კულტურის გავლენაზე ქართულ საცეკვაო ნიმუშებზე. ფილში ნაჩვენებ ცეცხლოვან ქართულ ცეკვებზე და მათ ისტორიულ წარმომავლობაზე გვიყვებიან დარგის სპეციალისტები და მკვლევარები.