
ვანიანო ხაჩიძე
აკომპანიატორი (აკორდეონი)
დაბადების თარიღი
29.11.1978
რეზიუმე
1995 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 მუსიკალური სასწავლებელი აკორდეონის სპეციალობით. უდიდესი წვლილი მისი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში მის პედაგოგებს - ლიანა სმირნოვას (კლასიკა, ვარიეტე), ზურა სისაურს (ფოლკლორი), ზურა რამიშვილს (ჯაზი) და მერაბ ოძელაშვილს (ჯაზის თეორია) მიუძღვით. გარდამტეხი ზეგავლენა იქონია ლეგენდარულმა ფრანგმა აკორდეონისტმა და კომპოზიტორმა რიშარ გალიანომ. სწორედ გალიანოს და მისი შემოქმედების ფანატიკური სიყვარულის გამო, მეგობრებმა ვანოს - ვანიანო შეარქვეს.
1996 წლიდან მოღვაწეობს ფოლკლორის სფეროში და როგორც მუსიკოს-აკომპანიატორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბავშვთა და მოზრდილთა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებთან: “გიორგობა”(ხელ. გოჩა ძოწენიძე); “რუსთავი”(ხელ. ფრიდონ სულაბერიძე); “ბასიანი” (ხელ. გიორგი დონაძე); “როკვა” (ხელ. უჩა დვალიშვილი); “გორდა”(ხელ. ბესიკ სვანიძე) და სხვა მრავალი. მათთან ერთად მიღებული აქვს ლაურეატის დიპლომი არაერთ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი და სხვ.).
2002-2016 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ფაკულტეტის კონცერტმაისტერი.
2015 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. გავლილი აქვს არაერთი მასტერკლასი უცხოელი პედაგოგების და მუსიკოსების მონაწილეობით - აბერსოლდის, სიენას და სხვა ჯაზ-აკადემიებიდან.
როგორც სოლისტი თანამშრომლობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრთან, რუსთაველის თეატრთან, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან, მოძრაობის თეატრთან; დირიჟორებთან, კომპოზიტორებთან, რეჟისორებთან და მუსიკოს-შემსრულებლებთან.
თანამშრომლობს ბენდებთან: “სტუმრები”, “ეგარი”, “Goofy Land”და სხვ. 2016-2017 წლებში მეგობრებთან ერთად შექმნა ბენდი “The Various Band” და რეგულარულად მართავდა კონცერტებს “Jazz Café Singer”-ში და კლუბ “El Centro”-ში.
მონაწილეობა აქვს მიღებული ფესტივლებში: “Tbilisi Jazz Festival” 2016 Warm Up, “Kavkaz Jazz” 2017, “Meidan Jazz Fest” 2018; აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში ქვეყნის მასშტაბით: “თბილისობა 2016”, “ევროპა ჩვენს ქუჩაზე” 2017, “საქართველოს დამოუკიდებლობის დღე” 2017, “თბილისობა 2017” და სხვა მრავალი.