top of page
Personal Profile

„გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა“
2021 წლის 17-22 სექტემბერს, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება უფასო ვორქშოპები ქორეოგრაფიაში.
პროექტი „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა“ (თბილისი-აჭარა 2021) ემსახურება ქორეოგრაფიულ სფეროში სახელოვნებო განათლების კომპონენტის გაძლიერებას საშემსრულებლო, თეორიულ/მეთოდური, ინკლუზიური მიმართულებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. მიზნად ისახავს, დარგის სპეციალისტებში სწავლების თანამედროვე პროფესიული (თეორიულ-მეთოდური) ცოდნის გაღრმავებას და ახალგაზრდების ეროვნული ქორეოგრაფიის საშემსრულებლო ოსტატობის დონის ამაღლებას.
მონაწილეთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
bottom of page