top of page

პუბლიკაციები

ნაშრომები დაცულია საავტორო უფლებით!

ნაშრომის გამოყენებისას, გთხოვთ, გამოიჩინეთ სამეცნიერო ეტიკეტი.

რჩეულობის ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული

წრიული საცეკვაო ქმედებანი საქართველოში

ეკატერინე გელიაშვილი

ცნობილია, რომ წრე მნათობი ღვთაებების სიმბოლური გამოსახულება იყო. ეს მისტიკური სიმბოლო, სხვადასხვა ტრადიციულ კულტურაში, ბოროტი ძალებისაგან თავდაცვასთანაა დაკავშირებული. ასეთი მოქმედების ანარეკლი მრავლად არის შემორჩენილი ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაშიც (ბარდაველიძე, ჩიტაია, 1939:22-23), სადაც ხაზგასმულია ერთი მხრივ წრის, როგორც ნიშნის საკრალური ბუნება, ხოლო მეორე მხრივ, მისი კონკრეტული თავდაცვითი დანიშნულება.

ბორის ეიფმანის ქორეო-დრამატურგია

ლუბა ნაჭყებია

თუკი ოდესმე გაგიგონიათ ცეკვის საუბარი, მოისმენდით სხვადასხვა ამბავს _ სხეულით მოყოლილს; სხვადასხვა გმირების ცხოვრებას მიადევნებდით თვალყურს და სხვადასხვა ქმედებებსაც შეამჩნევდით _ სცენაზე მომხდარს. ქორეოგრაფიული დრამატურგია არის ის, რასაც გვიყვება ცეკვა. მხატვრობით მოყოლილ ცეკვას - აღვიქვამთ, მუსიკით მოყოლილ ცეკვას _  ვისმენთ და  ცეკვით მოყოლილ ლიტერატურას კი _ შევიგრძნობთ.

ინკლუზიური განათლების არსი და
საინტეგრაციო ცეკვის სწავლების ურთიერთმიმართების საკითხი

ანა ღვინიაშვილი

ძველ დროში, საუკუნეების განმავლობაში, განსხვავებული ადამიანები საზოგადოების მხრიდან უარყოფილნი იყვნენ. მათ ჩაგრავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. გარდამავალ პერიოდში ცოდნისა და განათლების გაღრმავების, სასიცოცხლო მცნების „არა კაც კლა“ დამკვიდრების, სოციალური  და  მორალური  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების შედეგად, ჩნდება და ძლიერდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადარჩენის ტენდენცია.

"ცეკვის სიყვარულით მეცნიერებამდე"

ინტერვიუ ეკატერინე გელიაშვილთან

ავთანდილ ჩუბინიძე

მოხარული ვარ, რომ მოკრძალებულად გავდივარ იმ გზასა და ეტაპებს, რომელიც ქალბატონმა ეკატერინე გელიაშვილმა განვლო. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ იგი ჩემი პედაგოგი იყო, რომლის დამსახურებაც დიდია ჩემს შემოქმედებით განვითარებაში. იცით, არსებობენ დიდი ხელოვანები და უბრალო ადამიანები, ხოლო ამ პიროვნებაში შეხამებულია ორივე თვისება, _ ხელოვანი და დიდი ადამიანი, რაც იშვიათია.

"ფურცელზე გადატანილი ცეკვა"

(ცეკვის ჩაწერის სისტემები საქართველოში)

ეკატერინე გელიაშვილი

უდიდესმა სურვილმა, წამით მაინც შეჩერებულიყო დრო და მოქმედება, უძველესი დროიდანვე მიიყვანა ხალხი ცეკვის ჩაწერის მეთოდების შექმნის მოთხოვნილებამდე. მოძრაობების ჩასაწერად ადამიანები სხვადასხვა ნიშნების გამოყენებას ცდილობდნენ. ამ მიზნისათვის ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებს იშველიებდნენ, ინდოელები კი სკულპტურულ გამოსახულებებს კლასიკური ცეკვის ძირითადი მდგომარეობებით. ასევე იყენებდნენ ჟესტის ჩასაწერად პირობით ნიშნებს ძველი რომაელებიც.

ქართული მისნური საცეკვაო რიტუალები

ლევან ალიაშვილი

ხალხურ ქორეოგრაფიაში არსებული უძველესი საცეკვაო სანახაობებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მისნური საცეკვაო რიტუალები, როგორც სინკრეტული ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითი და საცეკვაო რეპერტუარის სახეობრივი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწყისი. იგი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იღებს სათავეს და XIX-XX საუკუნეების მკვლევრებსა და ეთნოგრაფებს კვლავაც ხვდება ხალხურ ყოფაში.

bottom of page