“გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-აჭარა 2021)“
17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრმა „გე არტ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის ,,თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში, განახორციელა პროექტი “გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-აჭარა 2021)“.

პროექტი ემსახურებოდა ქორეოგრაფიულ სფეროში სახელოვნებო განათლების კომპონენტის გაძლიერებას საშემსრულებლო, თეორიულ/მეთოდური, ინკლუზიური მიმართულებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ცეკვის სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სტრატეგიებზე მონაწილეებთან იმუშავა ეკატერინე გელიაშვილმა
(ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი);
ინკლუზიური ცეკვის სწავლების აქტუალურ საკითხებზე მონაწილეებთან იმუშავა_ ანა ღვინიაშვილმა ( საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ხელოვნების მაგისტრი ქორეოგრაფიაში, ცეკვის სპეც.პედაგოგი) ;
ქართულ საფერხულო ნიმუშებზე პრაქტიკულ მასტერკლასს უძღვებოდა _ ლუბა ნაჭყებია (ხელოვნების მაგისტრი ქორეოგრაფიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, აფხაზეთის ა/რ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "აფხაზეთი" პედაგოგ-ქორეოგრაფი);
ცეკვის „განდაგანა“ პრაქტიკულ მასტერკლასს უძღვებოდნენ: აჭარის დამსახურებული არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი _ მირანდა ბაღდადიშვილი და ამავე ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე _ შალვა გოგუაძე;
ცეკვის „ხორუმი“ პრაქტიკულ მასტერკლასს უძღვებოდა ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმის“ მთავარი ქორეოგრაფი _ შალვა გოგუაძე;
ლაზური ცეკვის მასტერკლასს უძღვებოდა აჭარის დამსახურებული არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო ბათუმელი, ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი _ თეიმურაზ ბოლქვაძე და ამავე ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი - მირანდა ბაღდადიშვილი; თემატური გამოფენის პრეზენტაცია განახორციელეს: სოფიკო კიკაბიძემ და ეკატერინე გელიაშვილმა.
შეხვედრები უაღრესად პოზიტიურ და შემოქმედებით გარემოში მიმდინარეობდა. მონაწილეთა შორის განხორციელდა სახელოვნებო ქორეოგრაფიული და პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება; დამყარდა შემოქმედებითი კომუნიკაცია თბილისსა და აჭარას შორის, ახალგაზრდებს, დარგის სპეციალისტებს, ძველ და ახალ თაობათა შორის, რითიც შემოქმედებითი თანამშრომლობის გაგრძელებასა და დარგის მეტად განვითარებას შეეწყო ხელი.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა მონაწილეთა წერილობითი გამოკითხვა-შეფასებაც. გამოიკითხა 30-მდე ბენეფიციარი, რომლის საფუძველზე მონაწილეთა 100% -დან:
-
პროექტის არცერთ კომპონენტს არ მიუღია უარყოფითი ან დამაკმაყოფილებელი შეფასება;
-
პროექტის ორგანიზებას უმაღლესი შეფასებით აღნიშნავს გამოკითხულთა 100% ;
-
პროექტის დასრულების შემდეგ დადებით ემოციებზე უმაღლესი შეფასებით აღნიშნავს გამოკითხულთა 100%;
-
გამოიყენებს თუ არა პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში - თანხმობით აღნიშნავს გამოკითხულთა 100%;
-
პროექტის ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ სურვილი აქვთ, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სხვა მასტერკლასებში მონაწილეობის.