
მირანდა ბაღდადიშვილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი,
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;
ბათუმის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის „ბათუმი“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი; ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი; აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პედაგოგ-ქორეოგრაფი
დაბადების თარიღი
13.08.1969
რეზიუმე
უმაღლესი განათლება
2003-2007 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ფოლკლორისა და ტრადიციული ხალხური ხელოვნების ფაკულტეტი. ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით.
2008 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ქორეოგრაფიული ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა - ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგიკა.
საშემსრულებლო/პროფესიული განათლება
1992-2003 _ ბათუმის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ (ხელმძღვანელი ე.ხაბაძე, ქორეოგრაფი თ.ბოლქვაძე) _ უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავე-მსახიობი.
2000-2001 _ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი (ხელმძღვანელი -ბ.მონავარდისაშვილი, პედაგოგი ვ. ბახტაძე) _ დასის მოცეკვავე-მსახიობი. 1994-1998 თბილისის კულტურის ინსტიტუტში გავლილი პრატიკული კურსები: სადადგმო ხელოვნება (პედაგოგი უ.დვალიშვილი); ქართული ცეკვა (პედაგოგი ჯ.ჯანიაშვილი, გ.სიხარულიძე); კლასიკური (ცეკვა პედაგოგი ნ.დიდებულიძე, რ.ჯაჯანიძე); სახასიათო ცეკვა ( ნ.მახათაძე, ტ.ბახტაძე); ისტორიულ-ყოფითი ცეკვა (ნ.მახათაძე).
1991-1992 _ თვითმოქმედი ახალგაზრდული ანსამბლი (ხელმძღვანელი თ.ბეჟანიძე) _ მოცეკვავე-სოლისტი.
1983-1990 _ აჭარის კოოპკავშირის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი. (ხელმძღვანელი თამაზ ჯახუტაშვილი; წევრები და პედაგოგები: ფ. კობალაძე, თ. ბეჟანიძე, თ. მიქელაძე, ნ. გოგიტიძე, ზ.ბაღდადიშვილი, ზ. აბაშიძე, თ. ფაღავა) _ მოცეკვავე-სოლისტი.
1980-1983 _ ბათუმის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერცხალი“ (პედაგოგები თ. კილაძე, ი. მსხილაძე) _ მოცეკვავე-სოლისტი.
1976-1980 _ ბათუმის მე-16 საშუალო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი (პედაგოგი თ. ბიბილეიშვილი) _ მოცეკვავე-სოლისტი.
ხარისხი, წოდება, ჯილდო
01.09.2017 _ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 1 სექტემბრის № 1132 ბრძანებით, ხელოვნების დარგში 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აქტიური და წარმატებული მოღვაწეობისათვის.
2007 _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.
2.10.2003 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის 2003 წლის 28 ოქტომბრის № 97 ბრძანებულებით ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ჟიურის/საბჭოს წევრი
2013-დან მიმდინარე _ საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია _ თავმჯდომარის მოადგილე.
2019 _ ბათუმი. საერთაშორისო მრავალჟანრობრივი ფესტივალ-კონკურსი „ART BATUMI“ (დამფუძნებელი და დირექტორი ი. შაფათავა). ჟიურის თავმჯდომარე.
2016 _ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის VII ყრილობა. ყრილობის დელეგატი.
2015 _ საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი. ჟიურის თავმჯდომარე.
სამუშაო გამოცდილება
2003-მიმდინარე _ ბათუმის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „ბათუმი“. ქორეოგრაფ-რეპეტიტორი.
2018-მიმდინარე _ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი.
2019-მიმდინარე _ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პედაგოგი - სადადგმო ხელოვნება, ქართული ცეკვა, ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია.
2020-მიმდინარე _ თბილისის კულტურის ინსტიტუტი _ კონსულტანტი, პედაგოგი.
2015-2018 _ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორი.
2013-2015 _ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2013-2015 _ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. ქორეოგრაფ-რეპეტიტორის IV-V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
1994-2013 _ აჭარის კულტურის კოლეჯი. პედაგოგი - ქართული ცეკვა, ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია.
1992-2003 _ ბათუმის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „ბათუმი“ მოცეკვავე-მსახიობი-სოლისტი
2000-2001 _ ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი. დასის მოცეკვავე-მსახიობი.
1989-1991 _ მოსკოვის ქართული სათვისტომო - ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი.
შემოქმედებითი პროექტები
2020 _ თეიმურაზ ბოლქვაძის70 წლის საიუბილეო საღამოსა ვარსკვლავის გახსნის პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი - სცენარისტი.
24.11.2020 _ NAEC - ტრენინგი -შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების თავსებადობა ESG-2015-თან - სტუდენტების როლი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში. მონაწილე.
2019 მარტი _ ტრენინგი. აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტრენინგი ლოტბარებისა და ქორეოგრაფებისათვის - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. მონაწილე.
05-07.03.2019 _ ტრენინგი WALNUT TRAINING MARKET. თემა - „პროექტების მართვა PMI ტექნოლოგიით“. მონაწილე.
20.11.2019 _ საქართველოს ქორეოგრაფიის ორქოს მარჯის ორდენი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის 2019 წლის 20 ნოემბრის №52 განკარგულებით, საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისათვის.
27.10.2018 _ ტრენინგი -NAEC საქართველოს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრი. თემა: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შემუშავება“. მონაწილე
თემა- „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების ჩამოყალიბება“ - მონაწილე.
22-23.03.2018 _ ტრენინგი კერძო უმაღლესი დაწესებულებების ასოციაცია. თემა - „სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განვითარება". მონაწილე.
09-10.03.2018 _ ტრენინგი - კერძო უმაღლესი დაწესებულებების ასოციაცია. თემა - „სწავლების შედეგები და კომპეტენციების რუქის შედგენის მეთოდოლოგია“. მონაწილე.
2018 _ ტრენინგი - NAEC - საქართველოს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრი. თემა - „სწავლის შედეგები". მონაწილე.
2015_ ტრენინგი - NAEC - საქართველოს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრი. თემა - "პროფესიული კოლეჯების დაგეგმვა და ხარისხის შიდა უზრუნველყოფა". მონაწილე.
2012 _ აჭარის ტელევიზიის პროექტი „ერთი ცეკვის ისტორია“ (ცეკვები: „განდაგანა“ „ხორუმი“, „ლაზური“, „იმერხევური“, „ფარიკაობა“, „შარათინი“ , „სიმდი“). კონსულტანტი და სპიკერი.
2012 _ ენვერ ხაბაძის 90 წლის საიუბილეო საღამო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრი - სცენარისტი.
2012 _ ე. ხაბაძის სახ. სახელმწიფო ანსამბლი „ბათუმი“. საექსპედიციო მასალებზე დაყრდნობით დადგმული აჭარული ცეკვა „თარნანინო“ (ანსამბლის რეპერტუარში). დამდგმელი ქორეოგრაფი.
2011_ აჭარის ტელე-არხი TV25 - გადაცემა „ნატვრის ხე“ პროექტი - „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“ – „რატომ ცეკვა განდაგანა?“. კონსულტანტი-სპიკერი.
2011 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ექსპედიცია აჭარაში. საექსპედიციო ჯგუფის წევრი.
2011 _ აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ვორქშოფი - „აჭარული საცეკვაო ფოლკლორი“. ქორეოგრაფი.
2010 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური (მეგრული) ცეკვების მასტერკლასი. მონაწილე.
2010 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური (რაჭული) ცეკვების მასტერკლასი. მონაწილე.
2010 - აჭარის კულტურის კოლეჯის შემოქმედებითი ჯგუფის ქორეოგრაფი (ცეკვები: „განდაგანა“, „ლაზური“ „რაჭული“, „კავური“).
09-11.12.2009 _ ბათუმი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ქორეოგრაფთა სამეცნიერო-შემოქმედებითი მასტერკლასი _ ტრენერი/ქორეოგრაფი.
2009 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური ცეკვების მასტერკლასი. მონაწილე.
2009 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური (რაჭული) ცეკვების მასტერკლასი. მონაწილე.
2008 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქართული ხალხური (სვანური) ცეკვების მასტერკლასი. მონაწილე.
2008 _ აჭარული ცეკვების მასტერკლასი ანსამბლი „როკვა“ (ხელმძღვანელი უ. დვალიშვილი). ტრენერი/ქორეოგრაფი.
2007 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - ქორეოგრაფიის მასტერკლასი (აჭარული ცეკვები). მონაწილე.
კონფერენციები/ანალიტიკური ნაშრომები
2019 _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ქორეოგრაფიული ფოლკლორი -ისტორია და თანამედროვეობა" . თემა - „ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება ქორეოგრაფიული დისციპლინების შესწავლისას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“. მომხსენებელი.
2017-2015 _ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ქორეოგრაფიული ფოლკლორი -ისტორია და თანამედროვეობა":
2017- თემა - „მათემატიკა ცეკვაში“- მომხსენებელი;
2016 - თემა „დიონისეს კულტი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში“- მომხსენებელი;
2015 - თემა -„პედაგოგ–ქორეოგრაფების მომზადება პროფესიული ამოცანების გადასაწყვეტად“ - მომხსენებელი.
2015 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის „ტერფსიქორე“ სამეცნიერო კონფერენცია. თემა - „სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა ქორეოგრაფიული დისციპლინების შესწავლის პროცესში და მისი მნიშვნელობა პროფესიული კომპეტენციების ჩამოყალიბებაში". მომხსენებელი.
09-11.12.2009 _ ბათუმი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ქორეოგრაფთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია - მომხსენებელი.