top of page
6.png

მარიამ ალექსიძე

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

ქორეოგრაფი

დაბადების თარიღი

14.05.1978

რეზიუმე

უმაღლესი განათლება

 

2009-2011    _    თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. დამდგმელი ქორეოგრაფი - რეპეტიტორი.

 

 

საშემსრულებლო/პროფესიული  განათლება

 

2008    _    ქორეოგრაფების სასწავლო პროგრამა  (SIWIC) - ციურიხი (შვეიცარია) - სამხატვრო ხელმძღვანელი იოჰენ ჰეკმანი, თანამედროვე ცეკვის პედაგოგი დენის ლამპარტი.

1994-97    _    ციურიხის საბალეტო სკოლა (SBBS) შვეიცარია - პრიმა-ბალერინა ნატალია მაკაროვას სტეპენდიანტი.  (პედაგოგები: მორის ბეჟარის „XX საუკუნის ბალეტის“ (Ballet du XXme Siècle) მოცეკვავე ლიუბოვ დობრიევიჩი, შვედეთის სამეფო თეატრის წამყვანი მოცეკვავე დენის ველტენი, ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორი პეტერ აპელი. ჯორჯ ბალანჩინის ტექნიკასა და რეპერტუარს ასწავლიდა „ნიუ-იორკ სითი ბალეტის“ (NYCB) წამყვანი მოცეკვავე ბენ ჰაისი. თანამედროვე ცეკვის ტექნიკის პედაგოგები: არლეტ კუნცი, იოჰან ჰეკმანი, ფილიპ ეგლი; ჯაზ ბალეტის პედაგოგი: გრაცია კოვრე. ფლამენკოს პედაგოგი: ნინა კორტი).

1987-1993    _    თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (კლასიკური ბალეტის პედაგოგები: 1987-88 სერაფიმა ვეკუა, 1988-1993 პერმის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოწვეული პედაგოგი  ნინელ სილვანოვიჩი).

 

ხარისხი, წოდება, ჯილდო

 

2016    _    თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი, თბილისი, საქართველო - 2016 წლის საუკეთესო ქორეოგრაფია და წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული სპექტაკლი ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის „შექსპირი.სიყვარული“ - რუსთაველის თეატრში.

2012    _     S.Diagilev International Competition for Choreographers - ლოძი, პოლონეთი - სერგეი დიაგილევის სახელობის  საერთაშორისო ქორეოგრაფთა კონკურსის ფინალისტი.

სამუშაო გამოცდილება

 

2016-დან დღემდე    _    გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი” - სამხატვრო ხელმძღვანელი.

2011-დან დღემდე    _    გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე  ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი  - თავმჯდომარე.

2014-2016    _    სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტალური ხელოვნების ფესტივალი თბილისში - სამხატვრო ხელმძღვანელი.

2012-2016    _    მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია „ვერის უბნის ტანც-კლასი“, ბალეტმაისტერი-რეპეტიტორი.

2012-2016    _    მეექვსე ექსპერიმენტული სკოლა - პედაგოგი - ქორეოგრაფი.

2012    _    საბალეტო დასი „კლასიკური ბალეტის გვირგვინი“ - ტურნე ესპანეთსა და პორტუგალიაში - სამხატვრო-ხელმძღვანელი.

2009, 2010, 2011, 2012    _    „კლასიკური ბალეტის გვირგვინის “ ევროპული ტურნე: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი _ ბალეტის სოლისტი;

1999-2011    _    თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი _ ბალეტის სოლისტი.

1997-1998    _    ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრი. (შვეიცარია). საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - ჰაინც შპერილი _ ბალეტის მსახიობი. 

 

შემოქმედებითი პროექტები

 

2020    _    შემოქმედებითი ვორკშოპი მალტელი მოცეკვავეებისთვის.  ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი (მალტა)  - ქორეოგრაფი.

ოქსფორდის უნივერსიტეტში დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიების „შექსპირი საქართველოში“ ფარგლებში მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი. სიყვარული“ ვიდეოჩვენება და ქორეოგრაფთან შეხვედრა - მიწვეული სტუმარი.

2009-2020    _    ავტორი 11 დიდი ფორმატის საავტორო თანამედროვე ბალეტისა თუ ქორეოგრაფიული წარმოდგენის, 10 მცირე ფორმატის საავტორო თანამედროვე ბალეტის, 2 ფილმ-ბალეტის  და 4 საბავშვო, საავტორო საბალეტო წარმოდგენის. თანამშრომლობდა ბალეტის სოლისტებთან: დ.ხოზაშვილი, ნ.გოგუა, ლ.ხოზაშვილი, ე.სურმავა, ა.ტურაზაშვილი, შ.ხაინდრავა, ნ.ვეგა, ს.შქემბი, დ.ანანიაშვილი, ნ.ბუნტური, თ.ბურჩაკი. საავტორო სპექტაკლებისთვის მუშაობდა ორიგინალურ მუსიკასა თუ მუსიკალურ ვერსიებზე და თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან: გ.ყანჩელი, ი. ბარდანაშვილი, თ. ბაკურაძე, ფ.ბულბულოღლი, ე.ჭაბაშვილი, ვ.კახიძე, მ.მდინარაძე, რ. მეიფარიანი, ნ.მაჩაიძე, ნ.ბერიძე, პ.ჰემინგტონი; თანამშრომლობდა მუსიკოსებთან: დ.მაზმანიშვილი, მ.მენაბდე, მ.ჯავახიშვილი, ნ.ჟვანია, ი.ვარდელი, მ.ზაპა, ა.იანკე, დ.აშკენაზი, თბილისის ბიგ ბენდთან, რ.მეიფარიანის ანსამბლთან და თბილისის კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“; ხელოვან ანამარია ბურდულთან; მხატვრებთან: გ.ალექსი-მესხიშვილი, მ. მურვანიძე, ა.კალატოზიშვილი, ა. ნინუა, დიზიანერ თამუნა ინგოროყვასთან. გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე დაგდმულ საავტორო თანამედროვე ბალეტზე „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ და პროექტზე „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“ ითანამშრომლა რეჟისორ გელა კანდელაკთან. ქორეოგრაფიულ წარმოდგენებზე „ჰარირა“ და „შექსპირი.სიყვარული“ თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრის მსახიობებთან. თანამედროვე ბალეტის  „გურჯი-ხათუნი“ ლიბრეტოზე ითანამშრომლა მწერალ დატო ტურაშვილთან, ხოლო ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული“ ლიბრეტოზე რეჟისორ რობერტ სტურუასტან; 2016 წლიდან საავტორო პროექტებზე თანამშრომლობს ლიტერატურათმცოდნე დავით მაზიაშვილთან, მათ შორის გამორჩეულია თანამედროვე ბალეტი „მეტამორფოზები“ ოვიდიუსის პოემის მიხედვით  და აგრეთვე ფილმ-ბალეტები: პოეტ მარიჯანის ჩანაწერების მიხედვით  „მარიჯანის ოთახი“ და ჯეიმზ ჯოისის ტექსტების მიხედვით „ლუჩიას ოთახი“. - დამდგმელი ქორეოგრაფი, ლიბრეტოს, დრამატურგიის ავტორი.

2019    _    მარიამ ალექსიძის გალა - 10 წელი ქორეოგრაფიაში - ბალეტმაისტერი,  სამხატვრო ხელმძღვანელი, მოცეკვავე.

2018    _    თანამედროვე ცეკვის მასტერკლასი - ქორეოგრაფი_ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის „სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის ტერფსიქორე-2018“ ფარგლებში.

2016-დან დღემდე    _    გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში თანამედროვე ცეკვის ვორკშოპები მოცეკვავეებისათვის. მათ შორის: უეინ მაკგრეგორის და მერს კანინგამის ტექნიკის ვორკშოპი - სამხატვრო ხელმძღვანელი.

გიორგი ალექსიძის სახელობის    „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში  ლექციებისა და ვიდეო პროექტების ციკლი, თანამედროვე ცეკვის, ცეკვის თეატრისა და კონტაქტ-იმპროვიზაციის მასტერ კლასები მოცეკვავეებისათვის.

2017-დან დღემდე     _    გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან არსებული თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი პროგრამა - ინიციატორი, სამხატვრო ხელმძღვანელი.

2014-2016    _     სამხრეთკავკასიური თანამედროვე  ცეკვისა და ექსპერიმენტალური  ხელოვნების ფესტივალი - სამხატვრო ხელმძღვანელი;

2015    _    ქორეოგრაფების საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. მოწვეული პედაგოგი - იენტალ დე ვერდტი (ბელგია) - ინიციატორი,  სამხატვრო ხელმძღვანელი.

2014-2016    _    სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული  ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ვორკშოპები და მასტერ კლასები სამხრეთკავკასიის რეგიონის ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისათვის თბილისში, ერევანსა (სომხეთი) და ბაქოში (აზერბაიჯანი). მოწვეული პედაგოგები: იოჰენ ჰეკმანი, დენის ლამპარტი, რომენ გუიიონი, იური პეტუხოვი, მარინა ალექსიძე, სუზან გრაუ, არტურ ლუარტი.

2014    _    ლიტერატურული პრემია    „საბას“  დაჯილდოების ცერემონიალი, დამდგმელი ქორეოგრაფი.

2014    _    რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი „ასულნი“, პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით, ქორეოგრაფი.

2013    _    სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის მიწვევა და ფესტივალში მონაწილეობა -  თანამედროვე ბალეტი“V&V” გია ყანჩელის და იანის ქსენაკისის მუსიკაზე.

2011-დან დღემდე    _    „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“ - თანამედროვე საბალეტო წარმოდგენების ციკლი გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის ეგიდით.  იდეის ავტორი, დამდგმელი ქორეოგრაფი, ხელმძღვანელი.

2011    _    კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის მულტიმედიური წარმოდგენა. მოცეკვავე, ქორეოგრაფი.

2010    _    თანამედროვე ცეკვის ნომრები კონკურსებისთვის: International Istanbul Ballet Competition - მონაწილე ი.მარგალიევმა ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.  The Beijing და Serge Lifar International Ballet Competitions - მონაწილე ნ.ჩეკურაშვილმა მესამე ადგილი აიღო. დამდგმელი ქორეოგრაფი.

2010, 2013 და 2019 წლებში - გიორგი ალექსიძის საიუბილეო საღამო, საღამოს სამხატვრო ხელმძღვანელი.

2010-დან დღემდე    _    გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის აღდგენისა და გაცოცხლების საქმე, ბალეტმაისტერი.

2009    _    გიორგი ალექსიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა თავისი პირველი დიდი ფორმატის თანამედროვე ბალეტი  „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ , გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე. დამდგმელი ქორეოგრაფი.

2009-დან დღემდე    _    დრამატული სპექტაკლების ქორეოგრაფიული გაფორმება რუსთაველის, თუმანიშვილის, თავისუფალ, სამეფო უბნის თეატრში. თანამშრომლობდა რეჟისორებთან: გელა კანდელაკი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, ავთო ვარსიმაშვილი, დათა თავაძე. ქორეოგრაფი.

2008     _    გელა კანდელაკის ხელის ჩრდილების და კომპოზიტორ თეიმურაზ ბაკურაძის მულტიმედიური წარმოდგენა. მოცეკვავე, ქორეოგრაფი.

2004-2011    _    ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობა სპოლეტოს, ჯაკობს ფილოუს და ედინბურგის საერთშორისო ფესტივალებში. საბალეტო დასთან ერთად გასტროლზე  იაპონიაში, ამერიკაში, ინგლისში, უკრაინასა და სომხეთში. ბალეტის სოლისტი.

1999-2011    _    თბილისის ოპერისა და   ბალეტის თეატრში შესრულებული აქვს სოლო და  წამყვანი პარტიები კლასიკურ, ნეო-კლასიკურ და თანამედროვე ბალეტებში. მათ შორის მონაწილეობდა: ვ.ჭაბუკიანის, გ.ალექსიძის, ს.ლეონის, ა.ბურნონვილის, ფ.აშტონის,  ი.გრიგოროვიჩის, მ.ლავროვსკის, ჯ.ბალანჩინის, ი.კილიანის, ა.რატმანსკის, ტ.მაკენტაირის, ს.ველშის, ფ.კოენის დადგმებში. ბალეტის სოლისტი.

1998-1999    _    ციურიხის ოპერისა და ბალეტის დასის საბალეტო და საოპერო რეპერტუარში მონაწილეობა. დასთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. ბალეტის მსახიობი.

1998    _    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობა ედინბურგის ფესტივალში. ნაჩვენები იყო გიორგი ალექსიძის მინიატურები და ერთმოქმედებიანი ბალეტები. ბალეტის სოლისტი.

1992-1993    _    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  და მონტე-კარლოს საპროდიუსერო ფირმის ერთობლივი პროექტი „კოლუმბიდან ბროდვეიმდე“  (რომლის პრემიერა შედგა კარაკალას თერმებზე, რომში) და „შეჰერეზადა“.  მონაწილეობდა მოწვეული პრიმა ბალერინა მაია პლისეცკაია, მონაწილეობდნენ ბალეტის ვარსკვლავები: კ.კირბი, ვ.იანსონსი; საგასტროლოდ იმყოფებოდა ესპანეთში. ბალეტის მსახიობი.

1991-1992    _    მარიას თეატრის მოცეკვავეებთან ერთად  მონაწილეობა აქვს მიღებული სოფია გუბაიდულინას ორატორიაში „მერწყულის ერა“. სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი მსტისლავ როსტროპოვიჩი, მხატვარი მურაზ მურვანიძე. ორატორიაში მონაწილეობდა მომღერალი გალინა ვიშნევსკაია, პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე. პრემიერა შედგა გენუის თეატრში (იტალია). ბალეტის მსახიობი.

1990-1991    _    ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა გიორგი ალექსიძის არაერთ დადგმაში. მათ შორის ვ.კახიძის „ამორძალები“, ს.ნასიძის „ფიროსმანი“, ა.კნაიფელის „მედეა“. საგასტროლოდ იმყოფებოდა საბერძნეთში. ბალეტის მსახიობი.

1986    _    რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო ფილმში „აშიქ-ქერიბი“.  მოცეკვავე.

 

 

კონფერენციები

 

2020    _    დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდის უნივერსიტეტი,  ბოდლის ბიბლიოთეკა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება „შექსპირი საქართველოში“  - (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება). ღონისძიების ფარგლებში შედგა მარიამ ალექსიძის  ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული” ვიდეოჩვენება და ქორეოგრაფთან შეხვედრა; მარიამ ალექსიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული სტუმარი იყო.

2014    _    სამხრეთ კავკასიური თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი თბილისში - თეატრი „ფაბრიკა“. მარიამ ალექსიძე გიორგი ალექსიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი  თეატრალიზებული კონფერენციის ავტორი და ორგანიზატორი.

bottom of page