
მადონა თევზაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, დამსახურებული მოღვაწე
დაბადების თარიღი
5.09.1965
რეზიუმე
უმაღლესი განათლება
1984-1987 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სამსახიობო ფაკულტეტი, სპეციალობა: თეატრისა და კინოს მსახიობი.
საშემსრულებლო/პროფესიული განათლება
1984-1987 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. კურსის ხელმძღვანელები: დიმიტრი (დოდო) ალექსიძე, შალვა (მუმუშა) გაწერელია, ოთარ ბაღათურია.
1979-1986 _ ახალციხის სარაიონო კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ ,,მესხეთის“ მოცეკვავე (ფესტივალების ლაურეატი). კულტურის სახლის დირექტორი - ვახტანგ კვესელაძე. სამხატვრო ხელმძღვანელი - ვაჟა ნასყიდაშვილი, ლოტბარი - შოთა ალთუნაშვილი.
წოდება, ჯილდო
2015. 25 ოქტომბერი _ წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ დაჯილდოებულია ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ორდენით.
2017. 12 მარტი _ ხანგრძლივი და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ფოლკლორის დავცისა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის, კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიანიჭა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
სამუშაო გამოცდილება
1982 _ ახალციხის სარაიონო კულტურის სახლი. სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის ,,მესხეთი“ _ მოცეკვავე, აგიტ-მხატვრული ბრიგადის ხელმძღვანელი.
1987 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ - საგანმანათლებლო მუშაობის საოლქო სამეცნიერო მეთოდური ცენტრი _ მეთოდისტი.
1989 _ ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი _ მეტყველების კულტურის მასწავლებელი.
1994 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ცენტრი _ მთავარი სპეციალისტი.
1995 _ აჭარის ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების სასწავლო დაწესებულებათა ცენტრი _ ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგე.
1998 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო _ თეატრებისა და საკონცერტო ორგანიზაციების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
2004 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ თეატრებისა და საკონცერტო ორგანიზაციების განყოფილების უფროსი.
2006-2021 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2014-2016; 2019-2020 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2021-დღემდე _ ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ კულტურის დეპარტამენტის ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი.
ჟიურის/საბჭოს წევრი
2012-2019 _ ქ. თბილისი. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო და სარეკომენდაციო საბჭოს წევრი.
2016-2021 _ ქ. ბათუმი . მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი“ სამხატვრო საბჭოს წევრი.
2016-2020 _ ქ. ბათუმი. აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი (UNDP).
2017 _ უკრაინა, იმიერკარპატების ოლქი, ქ. უჟგოროდი. ფესტივალ-კონკურსი ,,უკრაინის ცოცხალი ხმები“ _ ჟიურის წევრი.
2010-2015 _ ქ. ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ჟიურის წევრი.
2018 _ ქ. ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრი.
2016 _ ქ. თბილისი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს კულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის წევრი.
შემოქმედებითი პროექტები
2009-2019 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები (100-ზე მეტი ანსამბლი და 2000-ზე მეტი შემსრულებელი) _ იდეის ავტორი და ორგანიზატორი.
2018-2019 _ მასტერკლასები ხალხური ქორეოგრაფიის და სიმღერის მიმართულებით _ ორგანიზატორი.
2018-2019 _ საერთაშორისო საბავშვო თეატრალური ფესტივალის ,,ოქროს მანდარინი“ _ ორგანიზატორი.
კონფერენციები
2017-2018 _ ქ. ბათუმი. სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია _ ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა. კონფერენციას ესწრებოდნენ და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები, ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები. იუნესკოს ცეკვის საბჭოს წარმომადგენლობა CDI. კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები: CDI, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია - EAFF, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია _ თანაორგანიზატორი.