
გია დავითაშვილი
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისა და სტუდიის „პატარა ვირტუოზები“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი
დაბადების თარიღი
03.07.1958
რეზიუმე
უმაღლესი განათლება
1976-1980 _ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი.
საშემსრულებლო/პროფესიული განათლება
1964-1970 _ რკინიგზელთა სასახლე. პედაგოგები: გივი ლაცაბიძე, რეზო ხონელიძე, მიხეილ ბახტაძე, კოსტანტინე მანჯგალაძე, ვასილ მამრიკაშვილი.
1971-1976 საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ხუთწლიანი სკოლა-სტუდია (წარჩინებით). სამხატრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი, დირექტორი გოგი სუხიშვილი. პედაგოგები: ფრიდონ სულაბერიძე, გივი კოჯორაშვილი, ამირან სალუქვაძე, მსახიობის ოსტატობა - ქეთი დოლიძე.
1974-1987 _ საქართველოს აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ . ქორეოგრაფები: რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე რევაზ ჭოხონელიძე, საქართველოს სახ.არტისტი ფრიდონ სულაბერიძე. სამხ.ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი _ სოლისტი.
1987-1996 _ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ქორეოგრაფები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი _ სოლისტი.
სამუშაო გამოცდილება
1991 წლიდან დღემდე _ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლისა და სტუდიის „პატარა ვირტუოზები“ _ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი.
1987-1996 _ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ქორეოგრაფები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი _ სოლისტი.
1974-1987 _ საქართველოს აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“. ქორეოგრაფები: რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე რევაზ ჭოხონელიძე, საქართველოს სახ.არტისტი ფრიდონ სულაბერიძე. სამხ.ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი _ სოლისტი.
წოდება/ჯილდო
1999 წლის 2 დეკემბერი _ N 02905 _ „ღირსების ორდენი“.
2008-დან _ მექსიკის ქალაქების კანკუნის და კუნძულ "ისლა მიხერესის" 158-ე საპატიო მოქალაქე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს „საქართველოს კულტურის დესპანის“ საპატიო წოდება.
შემოქმედებითი პროექტები
1968 _ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი _ მოცეკვავე.
1969 _ ვოლგოგრადის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი _ მოცეკვავე.
1974 _ ინგლისი, ირლანდია, მალტა _ საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება _ მოცეკვავე.
1974-1987 _ საქართველოს აკადემიური ანსამბლი „რუსთავი.“ ქორეოგრაფები: რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე რევაზ ჭოხონელიძე, საქართველოს სახ.არტისტი ფრიდონ სულაბერიძე. სამხ.ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი. ანსამბლთან ერთად მრავალი გასტროლის და ფესტივალის მონაწილე _ სოლისტი.
1987-1996 _ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ქორეოგრაფები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი. გასტროლები 67 ქვეყნის პრესტიჟულ თეატრებში _ მსახიობ-მოცეკვავე, სოლისტი.
1995 _ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „პატარა ვირტუოზები საქართველოდან“ პირველი ორ საათიანი შოუ საკონცერტო პროგრამა _ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
1999 _ საკონკურსო გრან-პრი, საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი (ქორეოგრაფიული კავშირის ღონისძიება, თავმჯდომარე საქ.სახალხო არტისტის თენგიზ სუხიშვილი) _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2001 _ ფოთი, ანსამბლის საფესტივალო გრან-პრი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2000 _ მოსკოვი, მსოფლიო საფესტივალო ლაურეატის წოდება _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2001 _ თურქეთის საერთაშორისო ფესტივალი. ლაურეატის წოდება და ორი სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2001 _ საბერძნეთი, ქ.სალონიკის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2001 _ კვიპროსის სამ ქალაქში ექვსი სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ მადრიდის თეატრ "ნუევე აპოლოში" 16 კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ ვენესუელა, ქ კარაკასი. თეატრ ტერეზა-კარონიოში 4 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ ჩილე, ქ.სანტიაგო 2 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ პერუ, ქ. ლიმა. თეატრი სანტა-ურსულა 4 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ სალვადორი, ქ.სან-სალვადორი. 4 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ ნიკარაგუა, ქ მანაგუა 3 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ ჰონდურასი, ქ ტეგუსიგალპა. 2 კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ გვატემალა, ქ ანტიგუა. 3 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ არგენტინა, ბუენოს-აირესი, 2 სოლო კონცერტი კოლიზეოს თეატრში _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2002 _ პანამა, 2 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2003 _ მსოფლიო ფესტივალის "სერპანტინო"ლაურეატის წოდება _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
2003 _ გვატემალის მსოფლიო ფესტივალზე "ფუნდასიონ პაის" 4 სოლო კონცერტი _ ანსამბლის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
27 წლის განმავლობაში ანსამბლმა ,,პატარა ვირტუოზები“ თოთხმეტჯერ იმოგზაურა ამერიკის კონტინენტზე. წარმატებით მოიარა მსოფლიოს 43 ქვეყანა და საუკეთესო თეატრებში 1250 სოლო კონცერტი გამართა. მათ კონცერტებს დაესწრო მილიონნახევარზე მეტი მაყურებელი.
2007 და 2008 წლებში მექსიკის და ესპანურენოვანი ქვეყნების ერთ-ერთ პრესტიჟულ პრემიაზე "ლუნეს დე აუდიტორიო" "Lunes de Auditoriom"ს ანსამბლი „პატარა ვირტუოზები“ და გია დავითაშვილი ორჯერ იყო წარდგენილი ტრადიციული ფოლკლორის ნომინაციაზე.