top of page

​ჩვენი მისიაა მეცნიერებასა და შემოქმედებით ცოდნაზე დაფუძნებული ქორეოგრაფიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ შეიქმნა ქორეოგრაფიული პლატფორმა - სივრცე ქორეოგრაფებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს თქვენს მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ცნობადობის ამაღლებას ქორეო სექტორში. 

სამოქმედო გეგმა და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები

  • ქორეოგრაფიული სტუდიის/ჯგუფის პროგრამის შექმნა/კონსულტირება;

  • ქორეოგრაფიული დასის სამოქმედო გეგმის დაწერა/კონსულტირება;

ქორეოგრაფიული პროდუქტის ანალიზი

  • რეცენზირება, კონსულტირება, თანახელმძღვანელობა ქორეოგრაფიული მიმართულების სამეცნიერო ნაშრომებზე;

  • ქორეოგრაფიული პროდუქტის კრიტიკა, ექსპერტიზა; 

  • ჟიურის წევრობა;

საავტორო უფლებების ადვოკატირება

  • დადგმული  ცეკვის ნახაზის გრაფიკული ჩაწერა;

  • დადგმული ცეკვის ჩაწერა გრაფიკული კომენტირებული წესით;

  • ცეკვის სადადგმო ექსპლიკაციის შექმნა (სრული პაკეტი - ცეკვის ლიბრეტო, პროგრამა, კოსტიუმის ესკიზის სიტყვიერი აღწერა, გრაფიკული ნახაზი კომენტარებით, მოძრაობების სიტყვიერი აღწერა);

ქორეოგრაფიული სადადგმო სამუშაო

  • მეთოდური და/ან პრაქტიკული მიმართულებით კონსულტირება;

  • ტექნიკურად რთულ საშემსრულებლო ლექსიკაზე (ტრიუკები) მუშაობა _  მეთოდური და/ან პრაქტიკული მიმართულებით კონსულტირება/სწავლება;

ტრენინგები

  • მასტერკლასის ჩატარება ჯგუფთან (დასთან) საშემსრულებლო მეთოდური და/ან პრაქტიკული მიმართულებით;

  • ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თემატური ვორქშოპის ჩატარება;

  • თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიური უფასო კონსულტირება;

სპეციალური შეთავაზებები

  • საცეკვაო ჯგუფის მინი საკონცერტო შოუ-პროგრამა;

  • ცეკვის სწავლება მოყვარულ და პროფესიულ დონეზე, მათ შორის უცხოენოვანი მსურველებისთვის;

  • და სხვა;

bottom of page