
ნანა (ლონდა) უგულავა
თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდიასთან არსებული სახალხო ანსამბლის „ფრესკა“ ქორეოგრაფი;
თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდიის პედაგოგი;
ანსამბლის „ლაშა-გიორგი“ ქორეოგრაფი
დაბადების თარიღი
23.03.1966
რეზიუმე
უმაღლესი განათლება
1986-1991 _ ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისა და მხატვრული თვითმოქმედების ორგანიზატორ-მეთოდისტის კვალიფიკაცია.
საშემსრულებლო/პროფესიული განათლება
1986-1988 _ ქ. თბილისის ქორეოგრაფიის რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტი სსრკ ხალხთა ცეკვები. თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელის საზოგადოებრივი პროფესია. პედ.გივი ოდიკაძე.
1983-1987 _ ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. სახელმწიფო სკოლა-სტუდია. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მსახიობის და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია. პედ. ე.წერეთელი.
1981-1985 _ ქ. თბილისის შოთა მილორავას სახ. სახელმწიფო საესტრადო-საცირკო ხელოვნების სასწავლებელი. ესტრადისა და ცირკის მსახიობის კვალიფიკაცია. პედაგოგები: გივი ოდიკაძე, ავთო თათარაძე, ავთო ძნელაძე, ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეები. გივი ზასოხოვი, გურამ ბირკაძე, ემა გურეევიჩი, ჯონი ფავლენიშვილი.
1983 _ ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდია, ანსამბლი „ფრესკა“. პედ.: ჯემალ ნავროზაშვილი, ელია წერეთელი, მიხეილ შუბაშიკელი.
1980 _ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახალხო ანსამბლი „მხედრული“. ქორ.: მიხეილ და ჰამლეტ კობეშავიძეები.
1974 _ N126-ე სკოლასთან არსებული ანსამბლი „ინდი–მინდი“. ქორ. თამაზ ჟორჟოლიანი.
1972-1973 _ ვოკალური სტუდია. პედაგოგები: შურა და ნუცა ჯანელიძეები.
1971-1972 _ ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (პიონერთა სასახლე), ანსამბლი „სიხარული“. პედ.: რომან ჭოხონელიძე, თენგიზ სუხაშვილი, ალბერტ სარქისოვი.
სამუშაო გამოცდილება
2003-დან დღემდე _ ქ. თბილისის N155-ე საჯარო სკოლა, ანსამბლი „ლაშა–გიორგი“_ ქორეოგრაფი.
2000-დან დღემდე _ ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდიასთან არსებული სახალხო ანსამბლის „ფრესკა“ ქორეოგრაფი.
1995-დან დღემდე _ ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდიის პედაგოგი.
2017-2019 _ ქ. თბილისის სკოლა „პოლიგლოტი“, რიტმიკის კლასის მასწავლებელი.
2016-2017 _ ქ. თბილისის სკოლა „ლოგოსი“, რიტმიკის კლასის მასწავლებელი.
2006-2009 _ ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლა, რიტმიკის კლასის მასწავლებელი.
1997-2000 _ ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სკოლა-სტუდია, ანსამბლი „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ _ პედაგოგ-ქორეოგრაფი.
1996-1998 _ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან არსებული ანსამბლის „შატილი“ ქორეოგრაფი.
1985-1990 _ თბილისის დიმიტროვის სახ. კულტურის სახლი. პედაგოგი.
შემოქმედებითი პროექტები და მიღწევები
1972-1974 _ ოლიმპიადებისა და ფესტივალების, ასევე ინდივიდიალურ შემსრულებელთა კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოვენულია ოქროს მედალითა და I ხარისხის დიპლომებით. მონაწილეობა აქვს მიღებული საქალაქო სარაიონო რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე.
1974 _ ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელ მოსწავლეთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი. აჯილდოვებს ი. სუხიშვილი და ჟიური ცეკვის „ჯეირანი“ საუკეთესო შესრულებისთვის I ხარისხის მედლით და დიპლომით.
1972 _ ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურად შემსრულებელ მოსწავლეთა III რესპუბლიკური კონკურსი. 102-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ჯილდო I ხარისხის დიპლომი და ლაურეატის წოდება _ მოცეკვავე.
1973 _ საქართველოს მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა – ოქროს მედალი და I ხარისხის დიპლომი წარმატებით მონაწილეობისთვის _ მოცეკვავე.
1974 _ ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელ მოსწავლეთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებისათვის ოქროს მედლი და I ხარისხის დიპლომი _ მოცეკვავე.
1975 _ როსტოვის ოლქი. პოლიტიკურ–აღმზრდელობითი და კულტმასობრივი მუშაობისათვის სიგელი.
1976 _ კავკასიის ხალხთა ცეკვების პირველი ფესტივალი. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტრო, საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმი _ მონაწილე/მოცეკვავე.
2015 _ „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ საპატიო წოდება და მედალი №00011.
2006-დან დღემდე _ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრი.
2003-დან დღემდე _ ანსამბლებს „ლაშა-გიორგი“ და „ფრესკას“ მიღებული აქვს მონაწილეობა სატელევიზიო კონკურსებში და ორივე ანსამბლს მიენიჭა სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება.
1973-1974 კინოფილმებში მონაწილეობა:
• „ბებერი მეზურნეეები“, რეჟისორი ვალიკო კვაჭაძე - მსახიობი.
• „მოვდივართ და მოვიმღერით“, რეჟისორი ნელი ნენოვა და გენო წულაია _ მოცეკვავე-მსახიობი.
1973-1974 _ კუბა, ჰავანა. მსოფლიო სოლიდარობისა და მეგობრობის ზეიმი. ქორეოგრაფები: რომან ჭოხონელიძე, თენგიზ სუხაშვილი _ მონაწილე/მოცეკვავე.
1975-1976 _ ქ. ტაშკენტი. ინდივიდუალური შემსრულებელ-მოცეკვავე. სახალხო არტისტის, მოცეკვავე-მომღერლის თამარ ხანუმის მიწვევითა და საქართველოს კულტურის მინისტრის ი.გამრეკელის რეკომენდაციით _ მოცეკვავე.
1975-1976 _ ლენინგრადი, კიევი გასტროლები. 126-ე საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ინდი–მინდი“, ქორეოგრაფი თამაზ ჟორჟოლიანი _ მოცეკვავე.
1974-1975 _ მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, ანსამბლი „სიხარული“, გასტროლები: ქორეოგრაფები: რომან ჭოხონელიძე, თენგიზ სუხაშვილი _ მოცეკვავე.
1980-1983 _ მოსკოვი, პრაღა. ტურნე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ანსამბლი „მხედრული“, ხელმძღვანელები: მიხეილ და ჰამლეტ კობეშავიძეები _ მოცეკვავე.
1980-1986 _ გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, იუგოსლავია და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ტურნე. საესტრადო-საცირკო სახელმწიფო სასწავლებელი, ქორეოგრაფი გივი ოდიკაძე _ მოცეკვავე.
1999 _ ბულგარეთი, ქ. ბურგასი. ფესტივალი. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2000 _ კვიპროსი. ფესტივალი. ანსამბლი „ლაშა-გიორგი“ _ ქორეოგრაფი.
2002 _ ბულგარეთი, ვარნა. ფესტივალი. ანსამბლი „ლაშა-გიორგი“ _ ქორეოგრაფი.
2004 _ იტალია, ქ. ბარი, რეჯო-კალაბრია, მურმანო, პალერმო, მესინა და კატანია. „მსოფლიო ფესტივალი“, ანსამბლი „ფრესკა“ _ მოცეკვავე, ქორეოგრაფი.
2005 _ საბერძნეთი, ქ. კატერინი და მაგრიგალო. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2006_ საბერძნეთი, სალონიკი, ათენი, ვოლოსი. ფოლკლორული ტურნე. ანსამბლი „ლაშა–გიორგი“ _ ქორეოგრაფი.
2007 _ ბულგარეთი, ფესტივალი „Морска-Перла“. ანსამბლი „ფრესკა“_ ქორეოგრაფი.
2007 _ ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალი. „სტუდია გორგასალი - XXI საუკუნე, II ხარისხის პრემია _ ქორეოგრაფი.
2008, 2009, 2010, 2011 _ თურქეთი. ალანია, მარმარისი, ბოდრუმი. საერთაშორისო შემოქმედებითი საბავშვო საყმაწვილო კონკურს-ფესტივალი „წარმატების თილისმა“. ანსამბლი „ლაშა–გიორგი“ და „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2012 _ ბულგარეთი, რავდა. ფესტივალი „ჩვენ XXI საუკუნე“. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2013, 2014 _ ბულგარეთი - ნესებრი, სვიატოი-ვლას. ფესტივალი „ნესტია“ მზიანი სანაპირო. ანსამბლი „ლაშა–გიორგი“ და „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2015 _ ქ. ბაქო. საერთაშორისო ხელოვნების კონკურსი „არტ-ოლიმპია“. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2016 _ პროფკავშირების კულტურის სასახლე. ანსამბლის „ლაშა–გიორგი“ სოლო კონცერტი. ხელმძღვანელები: ლონდა უგულავა და კახა ხერხაძე _ ქორეოგრაფი.
2017 _საბერძნეთი, კამენა-ვორლა. ბერძნულ-ქართული კულტურის დღეები. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2018 _ ბულგარეთი, ქ. ნესებრი, ფესტივალი „ნესტია“ მზიანი სანაპირო. ანსამბლი „ლაშა–გიორგი“ _ ქორეოგრაფი.
2019 _ იტალია. „MOONLIGHT IN RIMINI“. ანსამბლი „ფრესკა“ _ ქორეოგრაფი.
2020 _ მთაწმინდის პარკი. ანსამბლ „ფრესკის“42 წლისთავს საიუბილეო კონცერტი _ ქორეოგრაფი.
ანსამბლები მრავალი კონკურსების, ფესტივალების, კონცერტებისა და ტელე-გადაცემების მონაწილეა რესპუბლიკური მასშტაბით.