
გელოდი ფოცხიშვილი
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,
საქართველოს ხელოვნების ქურუმი,
ღირსების ორდენის კავალერი,
ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
დაბადების თარიღი:
6.04.1945
რეზიუმე
განათლება
1974-1978 _ თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი.
1982 - 1986 საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების რესპუბლიკური სახალხო უნივერსტიტეტი, სსრკ ხალხთა ცეკვების ფაკულტეტი. ქორეოგრაფიული კოლექტივის კოლექტივის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია.
1952 _ ქ.თბილისის N61-ე საშუალო სკოლის ქორეოგრაფიული წრე. პედაგოგ-ქორეოგრაფი რეზო მიქაძე;
1956-დან _ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის საკონცერტო ანსამბლი. ხელმძღვანელი მიხეილ ბახტაძე.
1957 _ თბილისის რკინიგზელთა სახლის ცეკვის სტუდია. ქორეოგრაფი - რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბესიკ სვანიძე.
1960 _ მედიცინის მუშაკთა ცეკვის ანსამბლი და თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ცეკვის ანსამბლი. ხელმძღვანელი - საქართველოს სახალხო არტისტი რომან ჭოხონელიძე.
1962 _ თბილისის ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლი. ხელმძღვანელი - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რეზო ხონელიძე _ მიწვეული მსახიობ-მოცეკვავე/სოლისტი.
1964 _ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „სუხიშვილები ქორეოგრაფები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი _ სტაჟიორ-მოცეკვავე;
1964-2008 _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია _ მსახიობ-მოცეკვავე.
1967-1983 _ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საკონცერტო ნაკრები (გოსკონცერტი) _ ანსამბლი „დოლურის“ სოლისტები და გელოდი ფოცხიშვილი მისივე ხელმძღვანელობით.
1981 _ თბილისის შინაგან სამინისტროს ცეკვის ანსამბლი „მხედრული’’. ხელმძღვანელები მიხეილ და ჰამლეტ კობეშავიძეები _ მიწვეული მსახიობ-მოცეკვავე.
სამუშაო გამოცდილება
1964-2008 _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია _ მსახიობ-მოცეკვავე, ქორეოგრაფი.
1993-დან _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარ ქორეოგრაფი, ხოლო
1994 -1999 _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბალეტმეისტერი.
1965-დან _ მოცეკვავეთა კვარტეტის „დოლური’’ _ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი.
1978-1993 _ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლი „მეტეხი“ _ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი.
1993-დან _ ანსამბლის „მეტეხი“ რებრენდინგი _ ქართული ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტის თეატრი „მეტეხი’’ _ ხელმძღვანელი.
1989 _ თბილისის სპორტის სასახლე. შოუ და სპორტულ სანახაობათა ასოციაციის დამფუძნებელი (მართავდა კონცერტებს და ჩამოყავდა უცხოელი საესტრადო კოლექტივები) .
1993-დან _ ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის „მეტეხი“ (ქორეოგრაფები: დავით და გელა ფოცხიშვილები) _ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი.
1997 _ საქართველოს ქორეოგრაფთა მოღვაწეთა კავშირის განყოფილების გამგე.
შემოქმედებითი მიღწევები და პროექტები
1998 _ დაჯილდოვებულია საქართველოს ღირსების ორდენით. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ქართული ქორეოგრაფიის ახლებური ხედვისა და განვითარებისათვის;
2005 _ დაჯილდოვებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელით;
1968, 1971, 1974 _ საკავშირო კულტურის მინისტრის ეკატერინე ფურცევას წერილობითი მადლობით;
2011 _ დაჯილდოვებულია საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდერით;
2012 _ აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად;
2015 _ დაჯილდოვებულია საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდერით;
2015 _ აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ტიტული;
2015_ ფილარმონიის წინ გაიხსნა ფოცხიშვილებისა და ‘’მეტეხის’’ ვარსკლავი;
2015 _ საქართველოს „ფაზისის’’ საერო აკადემიის აკადემიკოსი;
2015 _ საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია ‘’ქალდიას’’ აკადემიკოსი;
2016 _ დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი;
2016 _ მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის ხელოვანთა ოქროს ფონდმა მიანიჭა
ღვაწლმოსილის წოდება, ქართულ ქორეოგრაფიაში გაწეული განსაკუთრებული
წვლილისათვის;
2016 _ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებულია კულტურის სამინისტროს „ხელოვნების ქურუმით“.
შემოქმედებითი პროექტები
1956 _ ქ.მოსკოვი. საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დეკადა. ქორეოგრაფი - მიხეილ ბახტაძე. მონაწილე/შემსრულებელი.
1967_ საკავშირო საესტრადო ცეკვების კონკურსის ლაურეატი. მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“ _ ხელმძღვანელი.
1968 _ მოსკოვი. საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დეკადა. კვარტეტი „დოლური’’ _ ხელმძღვანელი.
1968 _ დაჯილდოვებულია მოლდავეთის უმაღლესი საბჭოს სიგელით მეგობრობის ფესტივალში მონაწილეობისათვის. მოცეკვავეთა კვარტეტი ‘’დოლური“ _ ხელმძღვანელი.
1970 _ იაპონია, ქ.ოსაკაში ექსპო-70 ზე და შემდეგ იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში. კონცერტები 2 თვის მანძილზე. „დოლური’’ (უკვე 10 კაციანი ჯგუფი) _ ხელმძღვანელი.
1972 _ ახლო აღმოსავლეთის ტურნე - ბეირუთი, სირია, კუვეიტი და იორდანია. „დოლური“ _ ხელმძღვანელი.
1973 _ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა, კონცერტები. ცეკვის ანსამბლი „დოლური“ დაჯილდოვებულია კორეიაში საბჭოთა საელჩოს ქების სიგელით.
1974 _ კუბა. პირველად გახდა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. „დოლური“ _ ხელმძღვანელი.
1978-1984 _ ანსამბლს „მეტეხი“ ჩატარებული აქვს 800 კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ:
1979 _ უნგრეთი. გასტროლი (ერთი თვე), ანსამბლი „მეტეხი“ _ ხელმძღვანელი;
1981 _ პარიზი. საერთაშორისო ტურისტული სალონის პრეზენტაცია და კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. ანსამბლი „მხედრული“ _ მსახიობ-მოცეკვავე.
1981 _ კანადა - ოტავა, მონრეალი და ვანკუვერი. ანსამბლ ‘’მეტეხის’’სოლისტები საესტრადო ანსამბლ „ორერასთან’’ ერთად გამოდიოდა კონცერტებით საქართველოს დღეებთან დაკავშირებით;
1982 _ ჩეხეთი, პრაღა. საქართველოს ხელოვნების დღეები;
1983 _ აფრიკა. ალჟირი, გვინეა, კონგო, ბენინი, ანგოლა. გასტროლი;
1984 _ ბულგარეთი, ქ.ვარნა. საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი;
1984 _ ფინეთი. ცეკვის ანსამბლის „მეტეხისა“ და ვოკალური კვარტეტის „ორერა’’ ერთთვიანი გასტროლი;
1985 _ მოსკოვი. მსოფლიო ახალგაზრდობის და სტუდენტების დეკადა-ფესტივალი;
1986 _ ბელგია, ჰოლანდია, შვეცია, დანია, ნორვეგია, ფინეთი _ 3 თვიანი ტურნე;
1988 _ ქ.კრაკოვი. სამთავრობო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ვარშავის ხელშეკრულების პაქტს. კონცერტს ესწრებოდა მიხეილ გორბაჩოვი, ედუარდ შევარდნაძე, იერუზელსკი და ევროპის ყველა სახელწიფო ლიდერი. მონაწილე - ცეკვის ანსამბლი „მეტეხი“ _ ხელმძღვანელი;
1987-1988 _ 2-ჯერ ზედიზედ საბჭოთა კავშირის დღეები ინდოეთში. მონაწილე - ცეკვის ანსამბლი „მეტეხი“ _ ხელმძღვანელი;
1989-1991 _ საქართველო-ამერიკის შემოქმედებითი ასოციაციის ‘’ლილეო-არტს’’ მიწვევით, გასტროლი გერმანიაში 2-ჯერ, აშშ და ავსტრიაში;
1993 _ ესპანეთი. გასტროლები და ფესტივალი ‘’რომარიო-ინტერნაციონალი’’. ფესტივალის უმაღლეს ჯილდო გრან პრი;
1994 _ ეგვიპტე, კაირო. ოპერისა და ბალეტის სახელწიფო თეატრში (კონცერტები 10 დღე).
1996 _ კონცერტი. ანსამბლის ‘’მეტეხის’’ მეოთხე თაობა;
1996 _ იტალია. წმინდა იოანეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი;
1998 _ ანსამბლის „მეტეხი“ 20 წლის საიუბილეო კონცერტი.
2001 _ დიდი ბრიტანეთი. გასტროლი 3 თვე (მოიარა ინგლისის სხვადასხვა ქალაქი, ლონდონში გამოდიოდა უიმბლდონის დიდ საკონცერტო დარბაზში);
2002 _ ავსტრალია და ახალი ზელანდია. კონცერტები. უკანა გზაზე კონცერტი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდი;
2009 _ ჩინეთი. გასტროლი 6 თვით, სადაც ჩაატარა 385 კონცერტი;
2010 _ საბერძნეთი. სოლო პროგრამა სხვადასხვა ქალაქებში;
ქართული ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტის თეატრი „მეტეხი“ საგასტროლოდ 10 წლის მანძილზე 12-ჯერ იყო იტალიაში. ანსამბლი ასევე მრავლგზის ნამყოფია საბჭოთა კავშირის ქალაქებში.
სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტით ნამყოფია მსოფლიოს 85 ქვეყანაში. ხოლო, საბჭოთა ჯარებში განხორციელებული აქვს არაერთი საკონცერტო პროგრამა.
1997-დან _ განხორციელებული დადგმები, მინიატურები, ნოველები და საცეკვაო ნომრები ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე: ჯანსუღ კახიძე, სულხან ცინცაძე, გიორგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, ავთო შარვაძე და სხვები. ესენია: „ქართული პადედე’’, „გამოღმით მე ვარ’’, „საყვარელ ქუჩაზე’’, „კინტოს სიზმარი’’, „კაროჟნების ცეკვა’’, „მედროგე პავლე’’, „გურულები’, „სულხან კერესელიძის მუსიკაზე ქმნის მიკრო ბალეტ-ნოველას ‘„მოკლე რეპეტიცია სიყვარულზე’’და სხვა.
ფილმებში მონაწილეობა
1974 _ „აურზაური სალხინეში''. კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. დამდგმელი ქორეოგრაფები: იური ზარეცკი, გელოდი ფოცხიშვილი. მონაწილე ცეკვის ანსამბლი „დოლური'' _ მოცეკვავე-მსახიობი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
2014 _ მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქუჩის დედოფალი'', რეჟისორი გივი სიხარულიძე. პირველი ადგილი ბათუმის ფესტივალზე _ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი.
2014 - ფილმი „უვაჟაემი''. რეჟისორი გივი სიხარულიძე _ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი.
2019 _ „პრეზიდენტის დაბრუნება''. რეჟისორი გია კაჭარავა _ პრეზიდენტის მამის როლის შემსრულებელი.