top of page
9.png

თამარ რეხვიაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „თამარიონი“ ხელმძღვანელი/დამდგმელი ქორეოგრაფი;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი

31.07.1969

რეზიუმე

უმაღლესი განათლება

1998-2003 _ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.


საშემსრულებლო/პროფესიული განათლება

1998-2003 _ უნივერსიტეტის პროგრამული პრაქტიკული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება (უ.დვალიშვილი); ქართული ცეკვა (ჯ.ჯანიაშვილი); კლასიკური ცეკვა (ნ.დიღმელაშვილი); სახასიათო ცეკვა (ნ.მახათაძე) და სხვანი.
1986-1989 _ საქ. მუსიკალური საზოგადოების გამგეობის ქორეოგრაფიის რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტი. ქართული ხალხური ცეკვების ფაკულტეტი. სპეციალობა - თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელის საზოგადოებრივი პროფესია. რექტორი თენგიზ სუხიშვილი; სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მდივანი: ნ.გუნია. პედაგოგები: ავ.თათარაძე, კ. მანჯგალაძე, ლ. გვარამაძე, შ.ჭოხონელიძე, უ.დვალიშვილი.
1975-1986 _ ბოლნისის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სიონი“. ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი: მერაბ ტოგონიძე, ქორეოგრაფი გიული ნიკოლაძე.


ხარისხი

2003 _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება

2003-დან დღემდე _ ბოლნისის კულტურის ცენტრი. ანსამბლ „თამარიონის“ ხელმძღვანელი/დამდგმელი ქორეოგრაფი.
2010-დან დღემდე _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის კულტურის სახლი. ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელი.
1991-2003 _ ბოლნისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. ქართული ცეკვის წრის ხელმძღვანელი.
1998-2002 _ ბოლნისის ქართული გიმნაზია. ქართული ცეკვის პედაგოგი.
1989-1992 _ ბოლნისის N1 საშუალო სკოლა. ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელი.


შემოქმედებითი პროექტები

28.12.2019 _ „სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის“ წოდება. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.
2.07.2019 _ „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ საპატიო წოდება და სიგელი. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.
3.07.2019 _ მადლობის სიგელი, შემოქმედებითი წარმატებისა და სოლო კონცერტის მაღალმხატვრულ დონეზე ჩატარებისათვის. ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი.
2019 _ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებული ფესტივალი „ვიცეკვოთ ქართულად“ _ მონაწილეობა.
2019 _ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“ მონაწილეობა (მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის).
20-27.05.2015 _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი, მუსიკალურ-ეთნოგრაფიული სპექტაკლი „წუთისოფელი“ - ქორეოგრაფი.
2018 _ საახალწლო-საშობაო გალა კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მონაწილეობა.
2017 _ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ნარინჯისფერი ქობულეთი“ - გრან პრი.
2015 _ თურქეთის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი. მონაწილე.
2014 _ თურქეთის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი. მონაწილე.
2013 _ ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ-კონკურსი ქალბატონი ნინო რამიშვილის სახელობის პრიზზე. ჯილდო.
16.05.2010 _ ქართული (მეგრული) ხალხური ცეკვის მასტერკლასი. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. მონაწილე.
11.08.2007 _ რუმინეთი. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - გრან პრი.
2007 _ თურქეთი. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - გრან პრი.
2009 _ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - გრან პრი.
2009 _ ქართული ხალხური (მეგრული) ცეკვის მასტერკლასი. მონაწილე.
2009 _ ქართული ხალხური (რაჭული) ცეკვის მასტერკლასი. მონაწილე.

bottom of page