top of page
9.png

სოფიკო კიკაბიძე

ქორეოგრაფი, სცენოგრაფი
ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი
თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი

დაბადების თარიღი

29.08.1975

რეზიუმე

უმაღლესი განათლება

2009-2011 _  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგი (მაგისტრატურა), ხელმძღვანელი უ.დვალიშვილი.
2004-2006 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-სტაჟიორის სპეციალობა სცენოგრაფიის მიმართულებით, ხელმძღვანელი ნ. გუნია.
1998-2003 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხელოვნებამცოდნეობის ფაკულტეტი,  თეატრის მხატვრის კვალიფიკაციით (გოგი გუნია მამია მალაზონია).
1993-1997_ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი,  ხელოვნების ფაკულტეტი, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.

             
პროფესიული  განათლება

1996-2002 _ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირთან არსებული ანსამბლი „როკვა“, სამხატვრო ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი _  მოცეკვავე-მსახიობი.
1993-1997 _თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში გავლილი ქორეოგრაფიის პროგრამული პრაქტიკული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება (პედ. უ.დვალიშვილი; რ.ჭანიშვილი); ქართული ცეკვა (პედ. ნ.ჯანიაშვილი, გ. სიხარულიძე, ფ.სულაბერიძე, მ. აბაზაძე, გ.ჩაჩავა); კლასიკური ცეკვა (პედ. ნ. დიდებულიძე, ნ.დიღმელაშვილი); სახასიათო ცეკვა (პედ. რ.ჯაჯანიძე, ტ. ბახტაძე); სამეჯლისო ცეკვა (პედ. ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეები); ისტორიულ-ყოფითი ცეკვა (ნ.დიღმელაშვილი); პანტომიმა (გ. ოსეფაშვილი). კონსულტანტი - თენგიზ სუხიშვილი.
1988-1992 _ ი. სუხიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური ცეკვის სკოლა-სტუდია (პედ. მანანა აბაზაძე,  მიხეილ შუბაშიკელი) _ მოცეკვავე.


სამუშაო გამოცდილება                    

2006-დან დღემდე _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი _ ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი.
2000-2006 _ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის ხელოვნების უნივერსიტეტი _ ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი.
2016 _ თეატრი ათონელზე _ დამდგმელი მხატვარი.
2011- 2016 _ საქართველოს შოთა რუსთაველის   თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი _ დამდგმელი მხატვარი.
2006 - 2011 _ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი _ დამდგმელი ქორეოგრაფი, სცენოგრაფი.
2006 _ სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი, მხატვრული ფილმი „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ _ კოსტიუმების მხატვარი.
2001 _ მერაბ კოსტავას სახელობის მუნიციპალური თეატრი (ხელშეკრულებით) რეჟ. შალვა გაწერელია _ მხატვარი.
1998 _ ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი _ ქორეოგრაფი დამდგმელი მხატვარი.


ხარისხი

2011 _ ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2003 _ თეატრის მხატვრის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

   
საბჭოს წევრი            

2006-დან მიმდინარე  _  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის  ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
2017 -დან _ მიმდინარე _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის საბჭოს წევრი.
2015-დან მიმდინარე _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის დარგობრივი სექციის სადისერტაციო  საბჭოს წევრი.

 
შემოქმედებითი პროექტები

2014-2019 _ სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“ _  გამოფენის ორგანიზატორი, სეგმენტ-კოორდინატორი.
2019 _  სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“. საფესტივალო პრიზი – დ.ჯავრიშვილის დადგმების გრაფიკული ჩანახაზების გამოფენის პრეზენტაციისთვის.   
ამავე პროექტის ფარგლებში _ უჩა დვალიშვილის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორი და მონაწილე.
2017 _ პროექტი „ბენეფისი“, კულტურის სამინისტროს პატრონაჟით. მიხეილ გომიაშვილის, ჟანრი ლოლაშვილის და თათული დოლიძის დიმიტრი ჯაიანის შემოქმედებითი საღამო _ მხატვარ-სცენოგრაფი.
2015 _ ჩეხეთი ბრნო. საერთაშორისო ფესტივალი „CENTRE FOR EQSPERIMENTAL TEATRE“ _       


სცენოგრაფია კოსტიუმების მხატვარი.

2014 _ მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სესილი“ _ ღონისძიების გახსნის და დახურვის ცერემონიის გაფორმება.

bottom of page