top of page
9.png

ნინო მახათაძე

საბალეტო სტუდიის „ფუეტე“ დამფუძნებელი/ხელმძღვანელი;
ტელეკომპანია პალიტრა ნიუსი - პროდიუსერი

დაბადების თარიღი

08.02.1979

რეზიუმე


უმაღლესი განათლება

1997-2001 _ თბილისის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი. კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგ-ქორეოგრაფი.


პროფესიული/საშემსრულებლო განათლება

2004-2006 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირების პროგრამა სასცენო მოძრაობის სპეცილობით.
1997-2001 - უნივერსიტეტში გავლილი საბაკალავრო პრაქტიული კურსები: კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვები (პედ. ნატალია დიღმელაშვილი); ქართული ცეკვა მანანა აბაზაძე, ეკატერინე გესლაიძე); თანამედროვე ცეკვა ცეკვა (პედ.ლელა მაქაცარია); სამეჯლისო-სპორტული ცეკვები (თ. გაჩეჩილაძე); პანტომიმა (პედ. კ. მებუკე. ა. შალიკაშვილი).
1989-2001 _ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწვლებელი. პედაგოგები: რუსუდან აბაშიძე; ცისკარი ბალანჩივაძე; მარგარიტა ზერცალოვა; სერაფიმა ვეკუა; სვეტლანა გოჩიაშვილი; ანასტასია წერეთელი.
1988-1989 _ ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია. პედ. სვეტლანა სიხარულიძე.



სამუშაო გამოცდილება

1997-2006 _ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (შემდგომ ექ. თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი). კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვის პედაგოგი ქორეოგრაფიულ კათედრაზე .
1997-2006_ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი (შემდგომში კულტურის კოლეჯი). კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვების პედაგოგი.
2001-2002 _ თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. კლასიკური ცეკვის პედაგოგი.
2005 _ ბავშვთა ვოკალურ-ქორეოგრაფიული სატელევიზიო პროექტი „12 მტრედი“. ცეკვის პედაგოგი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
2007-2010 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახლემწიფო უნივერსიტეტი. კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვის პედაგოგი დრამის ფაკულტეტზე თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობაზე .
2006-2008 _ N 9 რუსული სახმედრო საშუალო სკოლა. თანამედროვე და მსოფლიო ხალხთა ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელი.
2009-2010 _ „ჭოხონელიძეების სტუდია“. ცეკვის პედაგოგი.
2012-2013 _ სკოლა-პანსიონი აიბი-მთიები. ბალეტის პედაგოგი.
2006 -დღემდე _ შპს საბალეტო სტუდია „ფუეტე“. დამფუძნებელი/ხელმძღვანელი.
2018 - დღემდე _ ტელეკომპანია პალიტრა ნიუსი. პროდიუსერი.


ჟიურის/საბჭოს წევრი

28-29.05. 2011 _ საქართველოს ცეკვის ოლიმპიადა. ჟიურის წევრი/მსაჯი.
28-29.05. 2012 _ საქართველოს ცეკვის ოლიმპიადა. ჟიურის წევრი/მსაჯი.


შემოქმედებითი პროექტები

2000-2010 _ საუნივერსიტეტო, სტუდენტური დრამატული სპექტაკლები. დამდგმელი ქორეოგრაფი.
2006-2020 _ შპს „ფუეტეს“ სოლო კონცერტები. ორგანიზატორი, დრამატურგი, დადგმელი ქორეოგრაფი.
2001-2002 _ თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელის გამოსაშვები საღამოს საკონცერტო ნომრები - რეპეტიტორი.
2006-2008 - N9 სკოლის სასკოლო ღონისძიებების და სპექტაკლების ქორეოგრაფიული გაფორმება.
20-31.08. 2015 - შპს „ფუეტეს“ გასტროლი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში (საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი) მე-2 საკონკურსო ადგილი - პედაგოგ-რეპეტიტორი.
28.09 – 30.11.2015 - სატელევიზიო პროექტი „ნიჭიერი“ - შპს „ფუეტეს“ საკონკურსო მონაწილეობა - პედაგოგ-რეპეტიტორი.
30.03-03.05. 2017 - შპს „ფუეტეს“ გასტროლი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში Folk festival “wonderful Prague” - (ლაურიატის წოდება) - პედაგოგ-რეპეტიტორი.
2018 - შპს „ფუეტეს“ გასტროლი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტსა და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში (International Choir and dance festival “Spring fairy Tale”) - პედაგოგ-რეპეტიტორი.
11.10.2015 – ჩინეთის კულტურის დღეები თბილისში - შპს „ფუეტეს“ მონაწილეობა - სტუდიის ხელმძღვანელი, პედაგოგ-რეპეტიტორი.
18.02.2016 - განათლების გამოფენა თბილისში - შპს „ფუეტეს“ მონაწილეობა - სტუდიის ხელმძღვანელი, პედაგოგ-რეპეტიტორი.
11.06.2017 - ჩინეთის კულტურის დღეები თბილისში - შპს „ფუეტეს“ მონაწილეობა - სტუდიის ხელმძღვანელი, პედაგოგ-რეპეტიტორი.



კონფერენციები

1998 _ თბილისის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი . სტუდენტური კონფერენცია. მონაწილე.
24.03-03.04. 2016 _ ჩინეთი, ფუჯოუ. ტექსტილისა და მანუფაქტურის სემინარი განვითარებადი ქვეყნებისთვის. მონაწილე.

bottom of page