top of page
9.png

ნათია ჩიტაური

ო.თაქთაქიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ციგრიგალა“ ხელმძღვანელი/ქორეოგრაფი

დაბადების თარიღი

14.06.1982

რეზიუმე


უმაღლესი განათლება

1999-2003 _ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.


საშემსრულებლო/პროფესიული განათლება

2002-2003 _ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანსამბლი „როკვა“. დამდგმელი ქორეოგრაფი უჩა დვალიშვილი; პედაგოგი, რეპეტიტორი - ჯანო (ნოდარ) ჯანიაშვილი.
1999-2003 _ უნივერსიტეტის პროგრამული პრაქტიკული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება (რეზო ჭანიშვილი, ეკატერინე გესლაიძე, ეკატერინე გელიაშვილი); ქართული ცეკვა (თენგიზ ყურაშვილი, ეთერ გამსახურდია, ეკატერინე გელიაშვილი, სოფიკო კიკაბიძე); კლასიკური ცეკვა (ალა პოლოვიკოვა); სახასიათო ცეკვა (ალა პოლოვიკოვა); სამეჯლისო (თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები).
1999 _ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სახელმწიფო ანსამბლი „მხედრული“. ქორეოგრაფი: ჰამლეტ კობეშავიძე.
1990-1997 _ საბავშვო ანსამბლი „ციგრიგალა“, ქორეოგრაფი - ნოდარ გლურჯიძე.


ხარისხი

2003 _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის დიპლომირებული სპეციალისტის (ბაკალავრი) ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება

2003-დან დღემდე _ ო.თაქთაქიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ციგრიგალა“. ანსამბლის ხელმძღვანელი/დამდგმელი ქორეოგრაფი.


შემოქმედებითი პროექტები

ანსამბლის „ციგრიგალა“ ხელმძღვანელი/დამდგმელი:
2018 _ ბულგარეთი, ნესებრი. ,,ვარსკვლავური ფესტივალი’’. დიპლომი;
2017 _ ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. მულტი-ეთნიკური ხელოვნების კონცერტი „დევნილი ბავშვები ლტოლვილ ბავშვებს“ _ მადლობის სერტიფიკატი - კონცერტში მონაწილეობისთვის;
2017 _ აზერბაიჯანი, ბაქო. მსოფლიო ხალხური ცეკვების მეორე საერთაშორისო ფესტივალი - ,,მეგობრობის ხიდი’’. დიპლომი;
2017 _ ქართული ტურიზმისა და ფოლკლორის განვითარების კავშირი, ,,კოლხიდა’’. დიპლომი;
2016 _ მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტი ,,დევნილი ბავშვები ლტოლვილ ბავშვებს’. დიპლომი;
2015 _ ასოციაცია ,,ჯადოსნური ხმები’’. დიპლომი;
2014 _ ფოლკლორული კონცერტი მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი’’. დიპლომი;
2014 _ ,,ანტალიის ფესტივალი’’. დიპლომი;
2013 _ ქ.თელავი - ,,ღვინის ფესტივალი’’. დიპლომი;
2012 _ ფესტივალი ,,მზიანი საქართველო’’. დიპლომი;
2010 _ ბავშვთა და მოზარდთა ქართული ცეკვის ანსაბლების IV რესპუბლიკური ფესტივალი ,,ოქროს ფარი’’, მიძღვნილი ქართული ცეკვის ლეგენდის - ნინო რამიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი. დიპლომი;
2008 _ ბულგარეთის ფესტივალი ,,რავდა’’. დიპლომი.

bottom of page