top of page
9.png

ნათია ალფაიძე

ქორეოგრაფიული ანსამბლისა და სტუდიის „სამა’’ ხელმძღვანელი/მთავარი ქორეოგრაფი;
თბილისის N5 და საგარეჯოს N1 სკოლების ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი

დაბადების თარიღი

01.03.1982

რეზიუმე


უმაღლესი განათლება

1999-2003; 2005-2007 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტი; საქართველოს შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.


პროფესიული განათლება

2003-2007 _ საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯი. საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა. კვალიფიკაცია _ დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
1999-2007 _ უნივერსიტეტის პროგრამული პრაქტიკული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება(რეზო ჭანიშვილი, ეკატერინე გესლაიძე, ეკატერინე გელიაშვილი); ქართული ცეკვა (თენგიზ ყურაშვილი, ეკატერინე გელიაშვილი); კლასიკური ცეკვა (ალა პოლოვიკოვა); სახასიათო ცეკვა (ალა პოლოვიკოვა); სამეჯლისო ცეკვა (თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები).
2002-2006 _ ი.სუხიშვილისა და ნ.რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის მსახიობ-მოცეკვავე. სამხატვრო ხელმძღვანელი: ილიკო სუხიშვილი, დირექტორი: ნინო სუხიშვილი.
2003-2005 _ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სახელმწიფო ანსამბლი „მხედრული“. სამხატვრო ხელმძღვანელი ჰამლეტ კობეშავიძე.
1999-2001 _ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ანსამბლი „როკვა’’. დამდგმელი ქორეოგრაფი: უჩა დვალიშვილი. ქორეოგრაფ-რეპეტიტორი და პედაგოგი: ჯანო (ნოდარ) ჯანიაშვილი.
1994-1999 _ ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ი.სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის ხუთ წლიანი სწავლების სრული კურსი, წარჩინებით. სასწავლო ნაწილის გამგე: ბეჟან სურმავა. პედაგოგი: ნინო კირვალიძე.
1988-1993 _ ანსამბლი „ფერხული“, ქორეოგრაფი: ნინო ტურიაშვილი. სამხატვრო ხელმძღვანელი: რომეო ტატიშვილი.


ხარისხი

2007 _ ქორეოგრაფიული ხელოვნების დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება

2005-დან დღემდე _ ქორეოგრაფიული ანსამბლისა და სტუდიის „სამა“ ხელმძღვანელი, მთავარი ქორეოგრაფი.
2006-დღემდე _ თბილისის N5 სკოლის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი.
2006-დღემდე _ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი.
2007-2009 _ თბილისის კერძო „მომავლის სკოლა’’_ ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი.
2005-2006 _ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა _ ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფი.


ჟიურის/საბჭოს წევრი

05.09.2020 _ თბილისი, სატელევიზიო რეალითი შოუ (თრიალეთი TV) ‘’ცეკვავენ ბავშვები’’ _ ჟიურის წევრი.


შემოქმედებითი პროექტები/მიღწევები

1988-2006 _ ანსამბლებთან ერთად არაერთი კონცერტისა და ფესტივალის მონაწილე/მსახიობ-მოცეკვავე.
2002 _ „სტუდენტური დღეები 2002-ის მხატვრული თვითშემოქმედების ლაურეატის წოდება“. დიპლომი (საქართველოს პრეზიდენტი. ე.შევარდნაძე) _ მსახიობ-მოცეკვავე.
2006 _ ქართული ხალხური ცეკვების რეგიონალური დათვალიერება-კონკურსი. ქალაქ თელავის გამგებელი (ნ.ბაჩიაშვილი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2006 _შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბავშვთა ფოლკლორული ცეკვების მეორე საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი’’. ჯილდო - დიპლომი, ოქროს მედალი და ლაურეატის წოდებით. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2006 _ საპატიო სიგელი საქართველოსა და რეგიონალურ ფესტივლებში მოპოვებული წარმატებისთვის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი (გ.ჩალათაშვილი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2007 _ „ოქროს მართვე 2007“. ფოლკლორის საყმაწვილო ახალგაზრდული სატელევიზიო ფესტივალი. ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე (თ. უთმელიძე), სატელევიზიო, საფესტივალო შემოქმედებითი გაერთიანება „კამერტონი +’’-ის დირექტორი (თ. რუსეიშვილი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2007 _ „ილიკო სუხიშვილი 100’’. ფოლკლორისა და ტრადიციული ხელოვნების ფესტივალების საერთაშორისო საბჭოს (სიოფი) საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი (თენგიზ სუხიშვილი), ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშრის თავმჯდომარე (თენგიზ უთმელიძე), შემოქმედებითი გაერთიანება ’’კამერტონის’’ დირექტორი (თამაზ რუსეიშვილი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2008 _ „პირველი ივნისის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება’’. საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდონის სახლის დირექტორი (თ.ჯაბადარი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2008 _ ფოლკლორისა და საესტრადო ხელოვნების ახალგაზრდა შემოქმედთა რესპუბლიკური ფესტივალის „ბრავო 2008“. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი, შემოქმედებიღი გაერთიანება (კამერტონი +). ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2009-2010 _ „მშვიდობა ბავშვებს“. ასოცოაცია GMT-ART და თეატრალური სახელოსნოს შოუ. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2010 _ „vivad world’’. მსოფლიო საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალ-კონკურსი იტალიაში. ჯილდო გრანპრი - ოქროს თასი. ანსამბლს იტალიის 14 ქალაქში აქვს კონცერტი ჩატარებული. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2010 _ „ნათელი ცა საქართველოს ბავშვებს“. ქალაქ თბილისის მერია. ვიცე მერი (მამუკა ახვლედიანი), ასოციაცია საქართველოს კულტურისა და განვითარებისა და აღორძინების ცენტრის პრეზიდენტი (ალექსანდრე გაბოძე).
2011 _ „პედაგოგ-ქორეოგრაფთა კავალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ- სემინარი’’. ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე პროფესორი ლ.ჭანიშვილი, პროფესორი ო. ალავიძე.
2011 _ „მფრინავი რაში“. ბავშვთა ქართული ქორეოგრაფიული ცეკვების სატელევიზიო ფესტივალ-კონკურსი. ორგანიზატორები (ელისო კაპანაძე, ნანუკა სინაძე).
2011 _„მშვიდობა მსოფლიო ბავშვებს’’. ასოციაცია „ჯადოსნური ხმები’’ და თბილისი „art-hall’’. დიპლომი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო დათვალიერება-ფორუმში მიღებული მონაწილეობისთვის. ასოციაციის პრეზიდენტი (თ. ქაჯაია).
2012 _ მოგზაურობა ეგვიპტეში. კონცერტები ეგვიპტურ შოუსთნ ერთად.
2013 _ „ქართული კულტურის ამაგდარის’’ საპატიო წოდება. ქალაქ თბილისის მერია, ქ. თბილისის მერი (გიგი უგულავა).
2013 _ „ბრავო ომარ“. საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული მოცეკვავის ომარ მხეიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე (რ. ჭანიშვილი).
2014 _ „ჯადოსნური ხმები’’. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალი. ასოციაციის პრეზიდენტი (თამაზ ქაჯაია).
2014 _ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების ცეკვის პედაგოგებისა და ქორეოგრაფების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური კურსი და სემინარ-ტრენინგი. ქალაქ თბილისის მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი (მამუკა ქაცარავა). მონაწილე.
2014 _ „პრემია ივერია’’. ილია მართლის ‘’ჭავჭავაძის’’ გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ‘’ივერიის’’ სიგელი. პროექტის ავტორი/პრემიის დამფუძნებელი (ნუგზარ ჭიაბერაშვილი), ‘’საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა’’.
2014 _სიგელი. ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი’’ დირექტორი (ნათელა პაპუნაშვილი). მონაწილე.
2014 _ ფესტივალი „გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას’’. საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების კავშირი. კავშირის თავმჯდომარე (დავით წულუკიძე). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2014 _ „OPEN GEORGIA 2014“ (გახსნა-დახურვა) . INTERNATIONAL KARATE CHAMPIONSHIP. პრეზიდენტი (კახა ბასილია), დირექტორი (MOHAMED SAIED). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2014 _ ჯილდო ივანე მაჩაბელის სახლ-მუზეუმის შემარჩუნება-პოპულარიზაციისთვის. „ივანე მაჩაბელის 160 წლის იუბილე’’. სსიპ ივანე მაჩაბელის სახლ-მუზეუმის დირექტორი (თამარ შუკაკიძე), შპს ‘’საგამომცემლო სახლი ქართული ელიტას’’ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (ნუგზარ ჭიაბერაშვილი). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2014 _ „ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის იუბილე’’ , ‘’26 საუკუნე’’, ‘’WORLD CARATE CUP’’. კარატის ფედერაცის პრეზიდენტი (კახა ბასილია). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2015 _ „6TH WORLD SHOTOKAN CHAMPIONSHIP KARATE“ (გახსნა-დახურვა). PRESIDENT OF „WSKU’’ (კახა ბასილია). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2015 _ ‘’VIII FESTIVAL INTERNATIONAL DE FOLKLORE I DANSE de LLORET DE MAR’’. 2015 წელს ანსამბლმა იმოგზაურა ესპანეთი საფრანგეთი იტალია საბერძნეთი. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2016 _ „ერთად გადავარჩინოთ მომავალი 2016’’. „Buckswood Volunteers Club’’ ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია. ‘’BVC’’-ის პრეზიდენტი (მ.თაკალაძე). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2017 _ „რეზო ჭანიშვილი 80’’ (ვარსკვლავის გახსნა). საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი. ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2017 _ „ექვთიმე“-ს სერტიფიკატი კინოპროექტის ღირსეული მხარდაჭერისა და ქველმოქმედებისთვის. ფილმი „ექვთიმე’’-ს რეჟისორი (ნიკოლოზ ხომასურიძე). ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2017 _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღსაყდრების 40 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო. „სამა“ სოლო კონცერტი, ორგანიზატორი და ქორეოგრაფი.
2017 _ ფესტივალი „მემკვიდრეობა. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი ‘’წმინდა ანდრიას ჯვარი“ და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ‘’მემკვიდრეობა’’, დირექტორი (მათე ტაკიძე). სიგელი ქართული მემკვიდრეობისა და ცამდე აყვანილი ხელოვნების პოპილარიზაციისა და შენარჩუნებისთვის. „სამა“/ქორეოგრაფი.
2017 _ „დიდგორობა 2017’’. რეჟისორი (ნიკოლოზ საბაშვილი), დამდგმელი ქორეოგრაფი (ნათია ალფაიძე).
2018 _ ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები’’. საქართველოს ქორეოგრაფთა მოღვაწეთა კავშირი (რეზო ჭანიშვილი). ლაურეატის წოდება - ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2018 _ „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენი’’. 23,XII.2018 წელი, განკარგულება N52. კავშირის თავმჯდომარე პროფესორი (რეზო ჭანიშვილი).
2019 _ ფესტივალი ‘’FIRE OF CAUCASUS’’. აზერბაიჯანის რესპუბლიკა. დიპლომი - ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2019 _ „საპატიო სიგელი და მედალი რაიონის წარმატებული ქორეოგრაფი“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი (გიორგი ერბოწონაშვილი). საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული მრჩეველი ‘’ქალთა ოთხი’’ს მენეჯერი (თამარ ურდულაშვილი).
2019 _ ამერიკის შეერთებულ შტატები, ლოს ანჯელესში (HOLLYWOOD). ‘’WORLD CHAMPIONSHIPS’’- მსფლიო ჩემპიონატი. საქართველო პირველად წარადგინა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა’’სამამ’’. 66 ქვეყანას შორის ნომინაცია საუკეთესო კოსტუმების სამეულში. ასევე, 1 ოქროს (ნომინაცია ფოლკლორი) და სპეციალური პრიზი (CHAMPION OF THE WORLD _ DIVISION WINNER. 2 ვერცხლის მედალი (თეატრალურ-მუსიკალური და ცეკვით გახსნა) _ ანსამბლი „სამა“/ქორეოგრაფი.
2019 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ქართული (აჭარული) ხალხური ცეკვების მასტერკლასის მონაწილის სერთიფიკატი.


კონფერენციები/ანალიტიკური ნაშრომები

2000 _ თბილისის კულტურის სახემწიფო ინსტიტუტი. სტუდენტთა მე-7 სამეცნიერო კონფერენცია. თემა: „ძველი ბერძენი ისტორიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საცეკვაო ტრადიციების შესახებ’’ (თემის ხელმძღვანელი ა. სამსონაძე).
2002 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სტუდენტთა მე-9 სამეცნიერო კონფერენცია. თემა: ამინდის ღვთების კულტი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში (თემის ხელმძღანელი: ა. სამსონაძე).

bottom of page