top of page
9.png

ლუბა ნაჭყებია

დამდგმელი ქორეოგრაფი, პედაგოგ-ქორეოგრაფი,
ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი, ანსამბლის „მზეკაბანი“ სამხატვრო ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი

11.09.1986

რეზიუმე

​უმაღლესი განათლება

2019-დან მიმდინარე _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელოვნებო მეცნიერებების მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ქორეოლოგიის სადოქტრო პროგრამა.
2016-2018 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამაგისტრო პროგრამა _ ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების პედაგოგის სპეციალობით.         
2005-2009 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამა  ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით (წარჩინების დიპლომი).


პროფესიული  განათლება

2005-2009 _ უნივერსიტეტში გავლილი საბაკალავრო პრაქტიული კურსები: ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება (პედ. რევაზ ჭანიშვილი, ეკატერინე გელიაშვილი); ქართული ცეკვა (პედ. ნუგზარ ჯიქური, თამარ გეგეშიძე (მუნჯიშვილი); კლასიკური ცეკვა (პედ. ნ. დიდებულიძე, ა. პოლოვიკოვა, ნ. მახათაძე); მსოფლიო ხალხთა ცეკვები (პედ. ა. პოლოვიკივა, ნ. მახათაძე); სამეჯლისო-სპორტული ცეკვები (თ. გაჩეჩილაძე); ისტორიულ-ყოფითი ცეკვები (პედ . ტატიანა თევზაძე); პანტომიმა (პედ. კ. მებუკე. ა. შალიკაშვილი).
1996-2002 _  ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სპეციალობა _ ბალეტის მსახიობი. საბაზო განათლების სრული კურსი. 1 კლასიკური ცეკვა (პედ. ი. ფხაკაძე, ო. მინიალენკო); სახასიათო ცეკვები ( პედ. თ. ჩარკვიანი); ქართული ცეკვა  (პედ. მ. აბაზაძე); კლასიკური ცეკვის პრაქტიკები (პედ. მ. ზერცალოვა).
2002-2005 _ კულტურის კოლეჯი. სპეციალობა _ ქართული ცეკვის მსახიობი, თვითმოქმედი ქორ. კოლექტივის ხელმძღვანელი.
2003-2005 _ ანსამბლი  „მამული“ _ ხელმძ. ზაურ პაპიაშვილი _ მოცეკვავე.

ხარისხი, ჯილდო

2018 _ ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2018 _  წარმატებული სწავლისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის მფლობელი. 2009 _ ქორეოგრაფიული ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება    

2016-დან დღემდე _ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მზეკაბანი“ _ ხელმძღვანელი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
2019-დან მიმდინარე _ ქორეოგრაფიული ანსამბლი „სხალტბა“ _ ხელმძღ. ნიკოლოზ გინტური და დავით ჭანტურია _ რეპეტიტორ-ქორეოგრაფი.
2017-დან მიმდინარე _ საქართველოს შინაგან სამინისტროს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „თარიკონი“. ხელმძღ. რატი ტვილდიანი _ რეპეტიტორ-ქორეოგრაფი.
2017-2020 _ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი  „მამულიშვილი“. ხელმძღ. კახა გამცემლიძე და ნონა ფულაძე _ მსოფლიო ხალხთა ცეკვების პედაგოგი.
2014-2017 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მოწვეული პედაგოგი, საგანში ქორეოგრაფიული სადადგმო ხელოვნება.
2014-2016 _ ანსამბლი „ერულა“. ხელმძღ. ეკა გესლაიძე _ კლასიკური ცეკვის პედაგოგი.
2010-2014 _ ხელოვნების სტუდია „გალა“, ხელმძ. დალი მესაბლიშვილი _ კლასიკური, ქართული  და მსოფლიო ხალხთა ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი.
2008-2012 _ მომავლის პროფესიული კოლეჯი _ პედაგოგი (ქართული, კლასიკური, სახასიათო ცეკვები, სადადგმო ხელოვნება, ქორეოგრაფიის ისტორია).
2004-2007 _ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი  „მთიები“, ხელმძღ. ანზორ გვარამაძე და ნიკოლოზ ნაჭყებია _ რეპეტიტორ-ქორეოგრაფი.


შემოქმედებითი პროექტები

2018 _ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სააღრიცხვო ბარათის შედგენის საერთაშორისო მასტერკლასი _ მონაწილე.
2018 _ ხენარო არტეაგას „ფლამენკოს ცეკვის“ მასტერკლასი _ მონაწილე.
2017-2019 _ ლიტვა, ანსამბლი „Perla", ხელმძღვ. გერმან კომაროვსკი. ქართული ცეკვის მასტერკლასები და ქორეოგრაფიული კომპოზიციის „კოლხური სიუიტა"-ს დადგმის განხორციელება _ ქორეოგრაფი.
2017-2018 _ ქორეოგრაფიული ფორმუმ-ფესტივალ „ტერფსიქორეს“ ფარგლებში ჩატარებული თანამედროვე ცეკვის მასტერკლასის მონაწილე.
2009 _ აჭარული ცეკვების მასტერკლასი _ მონაწილე.
2009 _ რაჭული ცეკვების მასტერკლასი _ მონაწილე.
2008 _ სვანური ცეკვების მასტერკლასი _ მონაწილე.
1992-1994 _ თბილისი,  ადგილობრივი სპორტული სკოლების ჩემპიონატი _ მე-3 ადგილის მფლობელი.


პუბლიკაციები

2018 _ „ეიფმანის ქორეოდრამატურგია“.  გაზ. დურუჯი, N2.
2017 _ „მასობრივი მიზანსცენა“. გაზეთი „საქართველოს ქორეოგრაფია“.


კონფერენციები/ნაშრომები

2020 _ მე-8 საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. „ცეკვა, ქორეოგრაფია, ქორეოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი“ _ მომხსენებელი.
2017 _  ბათუმის კონფერენცია “ქართული სასცენო ქორეოგრაფია. ტრადიცია და დღევანდელობა“. „მასობრივი მიზანსცენა“ _ მომხსენებელი.
2017 _ ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“,  ქორეოლოგიური კონფერენცია. „დაქტილი როგორც ათვლის წერტილი“ _ მომხსენებელი.
2002-2003 _ კულტურის კოლეჯის მე-6 და მე-7 სამეცნიერო-შემოქმედებითი სტუდენტური კონფერენცია _მონაწილე და გამარჯვებული.

bottom of page