9.png

გიორგი ალიმბარაშვილი

ფოლკლორის ეროვნული ფონდის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი,
ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი

დაბადების თარიღი

19.03.1979

რეზიუმე


უმაღლესი განათლება

2009-2011 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. დრამის ფაკულტეტი. ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი. ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების პედაგოგი.
1996-2000 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. ხელოვნების ფაკულტეტი, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა.


პროფესიული/საშემსრულებლო განათლება

1990-1995 _ ი. ი. სუხიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდია (პედაგოგები: ზაურ პაპიაშვილი; ჯემალ ნავროზაშვილი; მიხეილ შუბაშიკელი და სხვანი) მოცეკვავე-მსახიობი. მოწმობა.
1986-1989 _ თბლისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის, კულტურისა და ტექნიკის სასახლის ქორეოგრაფიული სტუდია (არტ ჰოლი), (ხელმძღვ: ნაზი წიკლაური). მოწმობა.


ხარისხი, წოდება, ჯილდო

2015 _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი (სერტიფიკატი).
2011 _ ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2010 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2011 წლის სტიპენდიანტი.
2000 _ ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.


სამუშაო გამოცდილება

2015-დან _ მიმდინარე. ფოლკლორის ეროვნული ფონდის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი.
2017-2020 _ ქართული ცეკვის სტუდია „შავლეგო“. საგანი: „ქართული ცეკვა“ პედაგოგ-ქორეოგრაფი; სასწავლო პროცესის მენეჯერი; სასწავლო პროგრამის ავტორი.
2013-2017 _ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სანიმუშო, სახალხო საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი). პედაგოგ - ქორეოგრაფი; რეპეტიტორ - ქორეოგრაფი; დამდგმელი ქორეოგრაფი.
2013-2014 _ „მომავლის პროფესიული სკოლა-ლიცეუმი“ (პროფესიული კოლეჯი). ქორეოგრაფიული მიმართულება. სასწავლო კურსის დასახელება: „ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშები“. მასწავლებელი.
2012-2013 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. დრამის ფაკულტეტი. ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულება. მაგისტრატურის აკადემიური საფეხური. არჩევითი დისციპლინა. სამაგისტრო პროგრამა- ქართული ცეკვა და სადადგმო ხელოვნება. სასწავლო კურსის დასახელება: „ცეკვის ჩაწერა - ქორეოგრაფიული ნაწარმოების ფიქსირება“. მასწავლებელი.
2012-2016 _ ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი „vortex “. პედაგოგ - ქორეოგრაფი.
2011- 2018 _ ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური (IV კლასი) საგანი: „ქართული ცეკვა“ . მასწავლებელი
2011-2013 _ ქალაქ თბილისის 141-ე საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური (IV კლასი) საგანი: „ქართული ცეკვა“ . მასწავლებელი.
2011-2013 _ ქალაქ თბილისის 32-ე საჯარო სკოლა. დაწყებითი საფეხური (IV კლასი) საგანი: „ქართული ცეკვა“. მასწავლებელი.
2008-2013 _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. დრამის ფაკულტეტი. ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულება. საბაკალავრო პროგრამა. სასწავლო კურსის დასახელება: „სადადგმო ხელოვნება“. მასწავლებელი.
2007-2011 _ ხალხური შემოქმედების სტუდია „ერულა“. პედაგოგ - ქორეოგრაფი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
2003-2008 _ კულტურის კოლეჯი. „სადადგმო ხელოვნების“, „ქართული ცეკვის“, „ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიის“ მასწავლებელი. სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელი.
2000-2001 _ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სანიმუშო, სახალხო საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი).რეპეტიტორ - ქორეოგრაფი, პედაგოგ - ქორეოგრაფი.
1998-1999 _ საქტელერადიოდეპარტამენტის ხალხური შემოქმედების რედაქცია „ლაშარის“ ბავშვთა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარელა“ (ხელმძღვ: გიორგი უშიკიშვილი). პედაგოგ - ქორეოგრაფი.
1995-2004 _ ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი (ბალეტმეისტერები: გივი ოდიკაძე, ნუგზარ მახათელი, გია მარღანია). ბალეტის მსახიობი.
სხვადასხვა დროს ქორეოგრაფის პოზიციაზე ვთანამშრომლობდი სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლებთან: „ლაშარელა“, „ამარტა“, „ახალუხლები“, „კერია“, „სათანაო“, „ადილეი“ და სხვ.


ჟიურის/საბჭოს წევრი

25. 12. 2018 _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონცერტო დარბაზი. ინდივიდუალურ შემსრულებელთა და საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეების კონკურსი: „2018 წლის საუკეთესო მოცეკვავე“. ორგანიზატორი: ეროვნული ცეკვების ფედერაცია.
03. 11. 2017 _ თბილისი. კულტურის ცენტრი „იმედი“. IV საერთაშორისო შემოქმედებითი კონკურს-ფესტივალი „თბილისი მასპინძლობს ტალანტებს“. ორგანიზატორი: შემოქმედებითი გაერთიანება „Салют Талантов“ (რუსეთი)
26. 06. 2017 _ თბილისი. კონგრეს ჰოლი „მოზაიკა“. სახალხო სანიმუშო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქრულის“ შემსრულებელთა კონკურსი. ორგანიზატორი: ეროვნული ცეკვების ფედერაცია.
01.05. 2017 _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( I კორპ.), საკონცერტო დარბაზი. ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქართული ცეკვის ოლიმპიადა. ორგანიზაცია: ეროვნული ცეკვების ფედერაცია.
24. 12. 2016 _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( I კორპ.). საკონცერტო დარბაზი, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურს-ფესტივალი. ორგანიზაცია: ეროვნული ცეკვების ფედერაცია. საპატიო სტუმარი.
01. 03 .2020 - 03. 03. 2019 _ თბილისი; „არტ-ჰოლი“ დედის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი. ორგანიზაცია: საქართველოს ერთსულოვნება. საპატიო სტუმარი.
04. 11. 2018 _ მცხეთა; კულტურის ცენტრი „სვეტი“. ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი. ორგანიზაცია: საქართველოს ერთსულოვნება. საპატიო სტუმარი.
2012 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „მეგობართა კლუბის“ წევრი.


შემოქმედებითი პროექტები

2020 _ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამა. (პროგრამული კოდი -320902) პროექტი: „სწავლების თანამედროვე მიდგომები მოსწავლეთა სამუსიკო განათლებაში“. ვორქშოპები და კონსულტაციები ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ფარგლებში. (ინტერდისციპლინური სწავლება). პედაგოგ - ქორეოგრაფი.
2019 _ ფოლკლორის ეროვნული სკოლის საანგარიშო კონცერტი. გოგონათა ანსამბლი „ამარტა“. პედაგოგ - ქორეოგრაფი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
23-24. 02. 2018 _ ქ. ონის მუნიციპქლიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ონის კულტურის ცენტრი, ლექცია - ვორქშოპი : „ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ზოგადი მახასიათებლები და საშემსრულებლო თავისებურებები“.
23. 12. 2017 _ ქართული ცეკვის სტუდია „შავლეგო“. ლექცია - ვორქშოპი: „ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიის ზოგადი მიმოხილვა“.
19. 06. 2017 _ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სანიმუშო, სახალხო საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის „მერანი“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი) საანგარიშო კონცერტი. „არტ-ჰოლი“. პედაგოგ - ქორეოგრაფი, რეპეტიტორ - ქორეოგრაფი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
04. 06. 2017 _ ანსამბლ „მერანის“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი) საგასტროლო მოგზაურობა ქ. ბაქოში. „ბავშვთა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ (სერტიფიკატი). ანსამბლის თანახელმძღვანელი, ქორეოგრაფი.
11. 06. 2016 _ ანსამბლ „მერანმა“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი) მონაწილეობა მიიღო ომარ ხუბაევის სახელობითი ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტში. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. ორგანიზატორი: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი. ქორეოგრაფი.
2016 _ ტელეკომპანია რუსთავი2 . მუსიკალური პროექტი „ X ფაქტორი“ (პროექტის მესამე სეზონი). ქართული ფოლკლორის ტური. მიწვეული ქორეოგრაფი.
2015 _ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. აკაკის ლექსებით მოთხრობილი ამბავი- „სამეფოო, ძველთა ძველო“ (რეჟისორი: ნუგზარ ლორთქიფანიძე). დამდგმელი ქორეოგრაფი.
02. 07. 2014 _ ანსამბლი „მერანი“ (ხელმძღვ: რეზო ჭანიშვილი). ქ. ფოთი. ფოლკლორის (ქორეოგრაფიული) საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2014“. ორგანიზატორი: საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი. პედაგოგ - ქორეოგრაფი, რეპეტიტორ - ქორეოგრაფი.
08. 07. 2012 _ ხალხური შემოქმედების სტუდია „ერულას“ სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია - კონცერტი. თბილისი. „არტ-ჰოლი“. პედაგოგ - ქორეოგრაფი, დამდგმელი ქორეოგრაფი.
2012 _ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინი. სადიპლომო ნაშრომის პრეზენტაცია - „ფიროსმანი“. რეჟისორი. დამდგმელი ქორეოგრაფი.
2010 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული ექსპედიცია რაჭაში. საექსპედიციო ჯგუფის წევრი.
7-10. 07.2010 _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმში გამართული „მასტერკლასები ქორეოგრაფიაში" (სერტიფიკატი). მონაწილე.
16. 05. 2010 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. მეგრული ცეკვის მასტერკლასი. ქ. თბილისი (სერტიფიკატი). მონაწილე.
29. 11. 2009 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. რაჭული ცეკვის მასტერკლასი. ქ. თბილისი (სერტიფიკატი). მონაწილე.
8-12. 12. 2009 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ქართული ხალხური ცეკვების მასტერკლასი. ქ. ბათუმი (სერტიფიკატი). მონაწილე.
05-07. 07. 2008 _ თურქეთი, ქ. ინეგოლი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიმღერის ფოლკლორული (სტუდენტური) ანსამბლი (ხელმძღვ: მარინა ხუხუნაიშვილი). ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“. ქორეოგრაფი.
13-17. 10. 2008 _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ქართული (სვანური) ხალხური ცეკვების მასტერკლასი. ქ. თბილისი (სერტიფიკატი). მონაწილე.
2007 _ თბილისის ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მ. ჯავახიშვილი „თეთრი საყელო“ (რეჟისორი: სოსო ნემსაძე). დამდგმელი ქორეოგრაფი.
2004 _საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი„სტუდენტური დღეები 2004“. დამდგმელი ქორეოგრაფი.
2004 _ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტ.ეტი. თეატრალური ხელოვნების კათედრა. შ. დადიანი „გუშინდელნი“ (რეჟისორი: იოსებ ნემსაძე). დამდგმელი ქორეოგრაფი.
1999 _ გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრი „სახიობა“. დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“. (რეჟისორი: ზურაბ მანაგაძე). დამდგმელი ქორეოგრაფი.
1998 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. „სტუდენტური დღეები 98“. ქორეოგრაფიული სურათი „ფეხბურთი“. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. (ნომინანტის წოდება). დამდგმელი ქორეოგრაფი. მონაწილე.
1998 _ გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრი „სახიობა“. ფ. ჯოვანინი „მინისტრის საძინებლის ციებცხელება“ (რეჟისორი: რამაზ გულუა). დამდგმელი ქორეოგრაფი .


პუბლიკაციები

2016 _ წიგნი-ალბომი „ქართული ფოლკლორის საგანძური, ფოლკლორული ანსამბლები“. (ორენოვანი წიგნი 6 DVD დისკით) ფოლკლორის ეროვნული ფონდი. გამომცემლობა „ სეზანი“. პროექტის ხელმძღვ: გიორგი უშიკიშვილი. პროექტი განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით. პოზიცია: ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და ტექსტის ავტორი.
2009 _ „ სასკოლო რეფორმა და მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ეროვნული ტრადიციების საფუძველზე“ . იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი. „ საზრისი“ - შრომების კრებული N 25 (თამარ გოგოლაშვილის თანაავტორობით).


კონფერენცია/ნაშრომები

07-10. 07. 2010 _ ქ. ბათუმი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გამართული ქორეოგრაფთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია. მოხსენების თემა: მეგრული საცეკვაო ფოლკლორი. ფერხული „ძაბრა“. მომხსენებელი.
28.04.2004 _ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. კულტურის კოლეჯის სტუდენტთა VI სამეცნიერო - შემოქმედებითი კონფერენცია. მომხსენებლების თემების ხელმძღვანელი.
1999 _ ქ. ტყიბული. საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემია. საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიკური კონფერენცია - „სწავლების აქტუალური პრობლემები“. მოხსენების თემა: „ საყოფაცხოვრებო შრომა - ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საფუძველი“ (თამარ გოგოლაშვილის თანაავტორობით). მომხსენებელი.
30. 04. 1999 _ თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. სტუდენტთა VI სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენების თემა: „შრომის შემოქმედებითი როლი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში“. მომხსენებელი.