
ქორეოგრაფიული პლატფორმა არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის _ ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის NCC „GE ART“ _ ვებ-გვერდი და ინოვაციური პროექტი ქართულ ქორეო-სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული საშემსრულებლო და თეორიულ-მეთოდური გამოცდილების გაზიარებას, სფეროში მოღვაწე და მონათესავე დარგის სხვადასხვა ხელოვანთა ერთმანეთთან დაკავშირებას, დასაქმებასა და ცნობადობის ამაღლებას.
პროექტის იდეის ავტორია, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD), ქორეოგრაფიის მკვლევარი, ქორეოგრაფი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი - ეკატერინე გელიაშვილი.
ჩვენი მიზნები
საქართველოში მეცნიერებასა და შემოქმედებით ცოდნაზე დაფუძნებული ქორეოგრაფიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
სახელოვნებო-შემოქმედებითი არაფორმალური ქორეოგრაფიული განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით;
კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო კურსების, ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, მასტერკლასების, ვოქრშოპების და სხვა აქტივობების განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
დარგის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შემოქმედებითი პროგრამებისა და კვლევების განხორციელება;
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება (წიგნების, კვლევების, საინფორმაციო, მეთოდური ბროშურების, მათი თარგმანისა და სხვა სახის გამოცემების (მათ შორის ელექტრონული ფორმატით) პოპულარიზაცია.
გთავაზობთ მეთოდურ, საშემსრულებლო და საგანმანათლებლო სერვისებს;
ვქმნით ქორეოგრაფიულ ბაზას;
ვათავსებთ სექტორში არსებულ ვაკანსიებს;
ვაკავშირებთ ხელოვანებს;
ვახდენთ სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევების გაზიარებას;
ვათავსებთ ქართული ცეკვების კატალოგს ანოტაციებით;
ვავსებთ ელ. ბიბლიოთეკას ქორეოგრაფიული ლიტერატურითა და ნაშრომებით;
ვგეგმავთ პროექტებს: სხვადასხვა სახის შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს, ვორქშოპებს, სასწავლო კურსებს, ფესტივალებსა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.