წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
მუხლი 1
ზოგადი დებულებები
1.1. ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „გე არტ“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების სახელწოდება: ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „გე არტ“
(ინგლისურად National Choreography Center "GE Art", შემოკლებითი აბრევიატურა NCC „GE Art“).
-
სამართლებრივი ფორმა _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
1.5. იურიდიული მისამართი _ საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის ქ.34. კორპუსი 3. ბ.57.
1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი - nationalchoreographycenter@gmail.com
1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
1.8. საზოგადოების საქმიანობის მიზნები:
ორგანიზაციის მისიაა ეროვნული ქორეოგრაფიული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და კვლევა.
მიზნები:
-
საქართველოში მეცნიერებასა და შემოქმედებით ცოდნაზე დაფუძნებული ქორეოგრაფიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
-
სახელოვნებო-შემოქმედებითი არაფორმალური ქორეოგრაფიული განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით;
-
კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო კურსების, ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, მასტერკლასების, ვოქრშოპების და სხვა აქტივობების განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
-
დარგის განვითარებაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და გამოკითხვების/კვლევების განხორციელება;
-
პროექტების შემუშავება;
-
დარგის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება (წიგნების, კვლევების, საინფორმაციო, მეთოდური ბროშურების, მათი თარგმანისა და სხვა სახის გამოცემების, მათ შორის ელექტრონული ფორმატით, პოპულარიზაცია და ხელშეწყობა/ორგანიზება;
-
სახელოვნებო-შემოქმედებითი ქორეოგრაფიული განათლების პოპულარიზაცია, საინფორმაციო-შემეცნებითი საქმიანობა;
-
ერთობლივი საქმიანობა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან/ორგანიზაციებთან ქორეოგრაფიული ხელოვნების განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზნით.
1.9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
1.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი 2
საზოგადოების დამფუძნებელი
2.1. საზოგადოების დამფუძნებელი არის:
-
ეკატერინე გელიაშვილი
მუხლი 3
საზოგადოების მართვა
3.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით პირს წარმოადგენს ორგანიზაციის დამფუძნებელი:
ა) დამფუძნებელი აყალიბებს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე;
ბ) ხელმძღვანელობს ორგანიზაციას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის მისიიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
დ) პირადი გადაწყვეტილებით ირჩევს და ნიშნავს გენერალურ დირექტორს;
ე) ნიშნავს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს;
ვ) ათავისუფლებს გენერალურ დირექტორს და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს პირადი მოთხოვნის ან მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის საფუძველზე;
ზ) ორგანიზაციის მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის (პროექტებისთვის), იწვევს დარგის სპეციალისტებსა და სხვა საჭირო ადამიანურ რესურსს და დებს მათთან ხელშეკრულებებს;
თ) ურთიერთობს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან.
3.2 გენერალური დირექტორი:
ა) ანგარიშვალდებულია დამფუძნებელთან;
ბ) მართავს ორგანიზაციას;
გ) დამფუძნებელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის მისიიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
დ) ორგანიზაციის მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის (პროექტებისთვის), რეკომენდაციას უწევს დარგის სპეციალისტებს თანამშრომლობაზე;
ე) ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროექტების ამოცანებიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ანაწილებს მოწვეული თანამშრომლების ფუნქციებს, შეხვედრების ინტენსივობას;
ვ) ახდენს შეფასებას, რეაგირებასა და დასკვნას პროექტის ფარგლებში საქმიანობასთან დაკავშირებით;
ზ) პროექტებში ჩართულ ყველა პირთან აწარმოებს ეფექტიან კომუნიკაციას;
თ) წარუდგენს წინადადებებს ორგანიზაციის დამფუძნებელს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ი) ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთობს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან;
კ) ორგანიზაციის დამფუძნებლის პირადი განაცხადის ან მისი არყოფნის საფუძველზე, ასრულებს მის მოვალეობას.
3.3. ორგანიზაციის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორის რეკომენდაციით, მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის (პროექტებისთვის) ხელშეკრულებით იწვევს სპეციალისტებს და სხვა საჭირო ადამიანურ რესურსს, რომელთაც შეუძლიათ მონაწილეობდნენ ცენტრის საქმიანობაში; მათი უფლება-მოვალეობები უფრო კონკრეტულად გაიწერება პროექტის მისიიდან გამომდინარე შრომით ხელშეკრულებაში.
მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა
4.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის „გე არტ“ - ხელმძღვანელი პირი არის დამფუძნებელი, რომლიც არის ასევე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი:
ეკატერინე გელიაშვილი,
დამფუძნებლის უფლებამოსილების ვადა განუსაზღვრელია.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირი გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ორგანიზაციის მისიის, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
4.2. ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის დამფუძნებელი - გენერალური დირექტორი.
მუხლი 5
დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები
ორგანიზაციის დამფუძნებელი არის ერთი პირი, რომელიც იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას.
ა) დამფუძნებელი აყალიბებს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე;
ბ) ხელმძღვანელობს ორგანიზაციას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის მისიიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
დ) პირადი გადაწყვეტილებით ირჩევს და ნიშნავს გენერალურ დირექტორს;
ე) ნიშნავს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს;
ვ) ათავისუფლებს გენერალურ დირექტორსა და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს პირადი მოთხოვნის ან მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის საფუძველზე;
ზ) ორგანიზაციის მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის (პროექტებისთვის), იწვევს დარგის სპეციალისტებსა და სხვა საჭირო ადამიანურ რესურსს, დებს მათთან ხელშეკრულებებს;
თ) ურთიერთობს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან.
ორგანიზაცია არ არის დაფუძნებული წევრობაზე.
მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია
6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი.
6.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
6.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელმა არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
მუხლი 7
დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
7.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
7.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.